Friday, November 15, 2013

გარემოს დაცვა

    გარემოს დაცვა გულისხმობს ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის და ბუნების სასიცოცხლო საფუძვლების მთლიანობაში შენარჩუნებას და გარემოს არსებული დაზიანებების აღმოფხვრას. აქ წინა პლანზე დგას ადამიანის მიერ გამოწვეული ზიანის შეზღუდვა. აბაშაში გარემოს დაცვა  არ არის იმ დონემდე განვითარებული, რომ აქ მცხოვრებლებს არ აწუხებდეთ ანტისანიტარია.

აბაშაში ყველაზე მეტად ბინძურდება ქალაქის ცენტრი. ეს ყველაფერი კი არის იმის ბრალი, რომ თვითონ მოსახლეობაც აღარ ზუნავს უკვე ბუნების დასუფთავებაზე. პირიქით, ისინი არაფრად აგდებენ ქალაქისა და ზოგადად ბუნების სისუფთავეს და პირდაპირ მანქანებიდან ისვრიან ნაგავს: პოლიეთილენის პარკებსა თუ პლასტმასის ბოთლებს. მათ ნებისმიერ ფეხის ნაბიჯზე შეუძლიათ ნაგვისა და ნარჩენების დაყრა და ამის შემდეგ სინდისი ოდნავადაც არ შეაწუხებთ.


ასევე მუნიციპალიტეტს არ გააჩნია ისეთი დასუფთავების სამსახური, რომელიც მთელი ქალაქის სისუფთავეს უზრუნველყოფდა. ის რამდენიმე ადამიანი, რომელიც ამ ორგანიზაციას  ემსახურება  ასუფთავებს მხოლოდ იმ ტერიტორიებს, სადაც შეიძლება ჩამოვიდნენ ცნობილი ადამიანები. ქალაქში ანტისანიტარია შეიძლება შეგვხვდეს ისეთ ადგილზე, რომლის გვერდითაც არის რაიმე მაღაზია ან საცხობი. ყველაზე მეტად ბინძურდება მდინარეები და დაცული ტერიტორიები. ეს ყველაფერი კი განაპირობა იმან, რომ მუნიციპალიტეტისგან არ გვაქვს მხარდაჭერა და ვერ ვგძნობთ იმ სტიმულს, რასაც ისინი უნდა გვაძლევდნენ. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მარტო აბაშის მუნიციპალიტეტი ამ პრობლემას ვერ გაუმკლავდება, რადგან ეს გლობალური პრობლემაა და მარტივად გადსაჭრელი ნამდვილად არ არის. ამ პრობლემის გადაჭრაში დიდი როლი მთლიანად საქართველოს ხელისუფლებამ უნდა ითამაშოს. რაც მთავარია, არ ხდება ნარჩენების ინდიფიკაცია. ქალაქში დგას ნაგვის ურნები, თუმცა მაინც არის  ის დიდი პრობლემა, რასაც დაბინძურება ჰქვია  და რაც ყველაზე ცუდია, მუნიციპალიტეტში ცუდადაა განვითარებული გარემოს დაცვის სამსახური, რომელიც შეძლებდა არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და მათზე რეაგირებას.

როგორც ვხედავთ, აბაშა ამ მხრივ სავალალო მდგომარეობაშია. ამის აღმოსაფრხველად კი საჭიროა ქალაქის მუნიციპალიტეტმა შეიმუშაოს პროგრამა და  რაც მთავარია მოხდეს მისი განხორციელება. კარგი იქნება თუ ჩაატარებენ სხავადასხვა ღონისძიებებს, რომელიც ხალხის ამ კუთხით განათლებას მოემსახურებოდა და რომელიც მოსახლეობას დაანახებდა, რომ ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვა აუცილებელია და მოუწოდებდა მათ, რომ არასდროს დაყარონ ნაგავი.
შესაძლებელია სხვადასხვა პროექტების განხორციელება, რომლის მეშვეობითაც აქტიურად ჩაერთვება მოსახლეობა ქალაქის დასუფთავებაში. თუმცა ამან არ  უნდა მიიღოს სისტემატიური სახე და  ქალაქის დასუფთავება არ უნდა  გადავიდეს მოსახლეობის კისერზე. მუნიციპალიტეტი ვალდებულია შექმნას  ისეთი ორგანიზაცია, რომლესაც ეს ყველაფერი დაევალება და გააკონტროლებს გარემოს დაცვასთან განპირობებულ პროცესებს.

http://ka.wikipedia.org/wiki/გარემოს_დაცვა

No comments:

Post a Comment