ძველად აბაშა სოციალური მდგომარეობის მხრივ დიდად განსაკუთრებული
და საქართველოს სხვა ქალაქებისგან განსხვავებული არ იყო. როგორც სხვაგან,აქაც არსებობდა
სხვადასხვა სოციალური ფენები, რაც განპირობებული იყო მეფისა და წარჩინებულ გვართა არსებობით.
მათ გარდა არსებობდნენ მიწათმოქმედები, ვაჭრები, მეომრები და ასევე სამეფო მონები,
როგორც ქართლის სამეფოს სხვა ტერიტორიებზე. ამ დროს აბაშა შედიოდა ეგრისის საერისთავოში.
ამ დრომდეც და მას შემდეგაც დიდი ხნის მანძილზე ამ კუთხით მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა.
საზოგადოება
მუდმივად იყო დაყოფილი ფენებად. XVI ს–ში სამეგრელოს სამთვარო დაყოფილი იყო ბატონებად
და ყმებად. ბატონები კი ყმებში მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შემოსავლის პერსპექტივას
ხედავდნენ. და როცა ოსმალებმა შავ ზღვაზე გასასვლელი
ჩაკეტეს, ამით, ფაქტობრივად საქართველო გარე სამყაროს მოწყვიტეს. ხოლო უსასხროდ დარჩენილმა
ქართველი ფეოდალების ნაწილმა თავისი ყმა–გლეხებით ვაჭრობა დაიწყეს. მათ გაყავდათ
13-14 წლის ბიჭები და ლამაზი გოგონები.
ეს სიტუაცია
მე-19 საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა. ხოლო მას შემდეგ, რაც 1864 წელს საქართველოში
ბატონ-ყმობა გაუქმდა არსებული სიტუაცია ძირეულად შეიცვალა. თუმცა მაქამდე 1855 წელს
აბაშის ერთ-ერთ სოფელში კერძოდ სუჯუნაში მოხდა „სუჯუნის ბუნტის“ სახელით ცნობილი ინციდენტი.
სამეგრელოს მთავრები მოელოდნენ, რომ რუსეთი მათ
სამთავროსაც გააუქმებდა, ამიტომ ცდილობდნენ თავიანთი საადგილმამულო მიწის გადიდებას.
ამისათვის მათ განიზრახეს სუჯუნის შემოერთება, რომელიც ჭყნდიდელი ეპისკოპოსის მიწებში
შედიოდა, რისთვისაც სუჯუნის ხატი მარტვილში უნდა გადაესვენებინათ. ეს კი სოფლის ჭყონდიდის
რეზიდენციისგან გამოყოფას ნიშნავდა, მაგრამ ხალხმა ამის შესახებ შეიტყო და ერთბაშად
ფეხზე დააყენეს ყველა. მათ სცემეს ბატონის მხებლები და შეუთვალეს, რომ თუ ცოცხლად არჩენა
უნდოდა, იქაურობას უნდა გასცლოდა. საბოლოოდ
კავკასიის მთავარმართებელი ჩაერია საქმეში და დადიანებს ურჩიეს ხელი აეღოთ თავიანთ
განზრახვაზე.
ბატონ -ყმობის გაუქმების შემდეგ აბაშაში იხსნება სკოლებიც.
აქ მე-19 საუკუნის ბოლოსთვის უკვე არსებობს ორ კლასიანი სკოლა. რომელთა რიცხვიც დროთა
გნავალობაში 33-მდე გაიზარდა.
აბაშის სოციალურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა
მოახდინა 1872 წელს რკინიგზის გახსნამ. ქალაქი აბაშის დაარსება სწორედ ამ მოვლენას
უკავშირდება, რადგან კომპაქტური დასახლება რკინიგზის ირგვლივ მოხდა და წლების შემდეგ
სწორედ ამ ტერიტორიაზე გაჩნდა ქალაქი აბაშა.
კომუნისტური ხელისუფლების პირობებში, სხვების მსგავსად,
აბაშის სოციალური მდგომარეობა კიდევ ერთხელ საგრძნობლად შეიცვალა. ამ პერიოდს უკავშირდება
საზოგადოების ფენებად დაყოფის სრული გაქრობა. აბაშაში ქარხნების აშენებამ მოსახლეობის
სახელმწიფო სამსახურებში ჩადგომა გამოიწვია. მას შემდეგ, დღემდე მოსახლეობის დიდი ნაწილი
დასაქმებულია სახელმწიფო და უკვე კერძო სექტორშიც. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ დღეისათვის
უმუშევრობა ერთ-ერთ დიდ გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს, რაც 90-იანი წლებში ფაბრიკა-ქარხნების
სრულ განადგურებას მოჰყვა. ამ პრობლემის გადასაჭრელად, რა თქმა უნდა, საუკეთესო გზა
ახალი, განვითრებული ფაბრიკა-ქარხნების გახსნაა. უმუშევრობის პრობლემის გარდა არსებობს
ბევრი სხვა პრობლემებიც. ერთ-ერთია ისიც, რომ დღითიდღე იზრდება მოსახლეობისათვის აუცილებელი
პროდუქციის ფასები. ასევე ბევრია ისეთ ადამიანთა რიცხვიც, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში
ცხოვრობენ და აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან გაიზარდოს სოციალურად დაუცველ პირთა
მიმართ გამოჩენილი დახმარება.
http://ka.wikipedia.org/wiki/საქართველოს_რკინიგზა
„სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიის ისტორია“-დეკანოზი
კონსტანტინე კაჭარავა, გვ.61-69
„საქართველოს ისტორიის ნარკვევები“ ტომი-6, გვ: 741.
„საქართველოს ისტორიის ნარკვევები“ ტომი-6, გვ: 741.
No comments:
Post a Comment