აბაშის დროიშა
აბაშის გერბი
ფოტოზე: აბაშის ზედხედი
ქალაქი აბაშა გახლავთ პატარა, მოკრძალებული ქალაქი, რომელსაც გააჩნია
საკუთარი პატარა, მაგრამ ძალზედ საინტერესო
ისტორია. ის მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, ზღვის დონიდან 20-50 მ-ის სიმაღლეზე. ტერიტორია
— 322 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება მდინარეები რიონი, ცხენისწყალი, აბაშა,
ნოღელა. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა საშენი ქვიშა და სააგურე თიხა.
აბაშის რაიონს ჩრდილოეთით ესაზღვრება - მარტვილის, აღმოსავლეთით სამტრედიის,
სამხრეთით სამტრედიისა და ლანჩხუთის, დასავლეთით სენაკის რაიონები.
ფართობი -
320,8 კმ2, ადმინისტრაციული ცენტრი ქ. აბაშა. რაიონის ტერიტორია ზღვის დონიდან
20-50 მ სიმაღლის ვაკე-დაბლობია, აგებულია მეოთხეული ნალექებით (რიყნარით, ქვიშებით,
თიხებით), უმაღლესი ადგილია სოფ. სეფიეთის მიდამოები. რაიონში გაბატონებულია ნოტიო
სუბტროპიკული ჰავა, საშუალო წლიური ტემპერატურაა - 14 ცელსიუსი, იანვრის ტემპერატურა
- 4,9 ცელსიუსი, ივლისის - 22,9 ცელსიუსი. ნალექების წლიური რაოდენობაა 1620 მმ, გაზაფხულზე
იცის მოულოდნელი ყინვები. ზაფხული ზოგჯერ გვალვიანია. ქარები მუსონურია, ხშირია ფიონები
და ბრიზები.აქ უმეტესად მოცემულია მდინარეთა ქვემო დინებები. საზრდოობა შერეული ხასიათისაა.
წყალდიდობა ახასიათებთ გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში. მდინარეებიდან აღსანიშნავია:
რიონი, ცხენისწყალი, აბაშა. მცირე მდინარეებია: ნოღელა, კოვზა და ზანა. აბაშის სამხრეთ-დასავლეთ
ნაწილში ”სირიაჩქონის” ჭაობია. ნიადაგები ძირითადად ალუვიურ-კარბონატულია. რიონის მარცხენა
სანაპიროზე კი ჭაობიანი ნიადაგებია. მცენარეული საფარი კოლხური ტიპისაა. ხის ჯიშებიდან
გვხვდება მურყანი, ჭალის მუხა, თელა, წიფელი და ჭადარი. ცხოველთა სამყარო მრავალფეროვანია:
ტურა, მელა, მაჩვი, კვერნა, მცირე რაოდენობითაა გარეული ღორი, შველი, ხოხობი. მოსახლეობის
რიცხოვნობა — 28 ათასი კაცია. რაიონში 41 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 40 საოფელი.
აბაშის რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო,
აღმასრულებელი ორგანო — რაიონის გამგეობა. წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, მათ შორის
მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. მისდევენ ასევე მემცენარეობას, მებოსტნეობა-მებაღჩეობას.
მრავალწლიანი კულტურებიდან მთავარია ჩაი. რაიონში არის მცირე სამშენებლო და სასურსათო
საწარმოები. რაიონის ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის მაგისტრალი. რაიონში
32 სახელმწიფო და ერთი კერძო სკოლაა, არის ბიბლიოთეკა და თეატრი.
ფოტოზე: აბაშის #1-საჯარო სკოლა
აბაშელი ცნობილი საზოგადოებრივი და სახელმწიფო მოღვაწეები
არიან: კონსტანტინე და ზვიად გამსახურდიები, დუტუ მეგრელი (დიმიტრი ხოშტარია), ვარლამ
თოფურია, მამანტი კანდელაკი, იასონ და ნესტორ გაბელაიები, კონსტანტინე კაპანელი, ალექსანდრე
აბაშელი (ჩოჩია), თამარ კუცია-ღვალაძე, პავლე კანდელაკი, ნიკოლოზ (ჯვებე) იოსელიანი,
ჯაჯუ ჯორჯიკია. ცნობილი მედიკოსები ანა კუცია-ჩოჩია და ალექსანდრე ჩოჩია, კულტურის
მეცენატები: აკაკი ხოშტარია, ნესტორ კუცია, ტრიფონ თოფურია.
ასევე, მის რაიონის ცნობილი ისტორიული ძეგლებია სეფიეთის
მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, ტყვირის მაცხოვრის სახელობის ეკლესია, სუჯუნის
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, კადარის ეკლესია, გულეიკარის წმინდა გიორგის სახელობის
ეკლესია, რომელთაგან უძველესიც V-VI საუკუნეებით თარიღდება. სეფიეთის
მთავარანგელოზის ტაძარში დღემდეა შემორჩენილი უნიკალური ფრესკები. აგრეთვე ცნობილი
ძეგლია მწერალ-აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი.
No comments:
Post a Comment