მიუხედავად იმისა, რომ
აბაშა ცნობილი
არ არის
საქართველოს მოსახლეობის
ფართო ნაწილისათვის,
აქ საკმაოდ
ბევრი უძველესი
ტაძარი და
ასევე, ცნობილი
მწერლების სახლ-მუზეუმებია. ასევე,
აქ შეგიძლიათ
ნახოთ სხვა
ტიპის საინტერესო
ნაგებობები.
აბაშის ტერიტორიაზე ნივთიერი კულტურის
ძეგლები მრავლად
იყო წარმოდგენილი, სულ 36–მდე,
მაგრამ რაიონმა
საშინელი რელიგიური
დევნა გადაიტანა
20–იან წლებში.
გასაბჭოების შემდეგ
ტერიტორიაზე შემორჩა
და შეკეთდა
შემდეგი ტაძრები:
სეფიეთის, გულეიკარის, სუჯუნის,
ტყვირის, მაიდნის
მოქმედი და
კადარის ნანგრევებ-შემორჩენილი ტაძრები.
ზემოთ ნახსენები ტაძრები მნიშვნელოვანია იმით, რომ მათი თავდაპირველი სახე ადრეულ
შუასაუკუნეებს ეკუთვნის. ასევე
აქ მდებარეობს
ცნობილი მწერლების
კონსტანტინე გამსახურდიას
და სიმონ
ჩიქოვანის სახლ-მუზეუმები. აქ
ასევე შეგიძლიათ
ნახოთ სინაგოგა
და "ხოშტარიას სასახლე."აბაშაში
ასევე არის დაცული ტერიტორიები: კაცობურისა და წყემის ნაკრძალები
სეფიეთის მთავარანგელოზთა ტაძარი
სეფიეთის მთავარანგელოზთა ტაძარი გამორჩეულია იმით, რომ
იგი სიძველეთა რჩეულ ხუთეულშია შესული. ტაძარი V-VI საუკუნეებით თარიღდება,
რომელსაც ვ. ლექვინაძე იუსტინიანე I-ის ეპოქის ნაგებობად მიიჩნევს, მაგრამ
მრავალგზის გადაკეთების შედეგად დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე.
მთავარანგელოზთა ტაძარი განადგურებასაც კი ძლივს გადაურჩა გასაბჭოების შემდეგ.
ტაძარი მდ. აბაშის მარცხენა სანაპიროზე, ასწლიანი
ცაცხვის ხეებით დაბურულ ეზოშია აშენებული. მას ორი დამოუკიდებელი ნაგებობის
წაგრძელებული ფორმა აქვს, რადგან ერთმანეთსაა მიშენებული და წარმოადგენს ტიპიურ
სამნავიან ბაზილიკას. დასავლეთის ნაწილი შედარებით დაბალი ნაგებობაა ის ძველი ქართული აგურით და ქვის მსხვილი
ფილებითაა ნაგები. კედელი უპროპოციოა.
ეკლესიაც და მინაშენიც ინტერიერის მოხატულობა
XVI-XVII საუკუნისაა და ხალხურ ნაკადს განეკუთვნება. აღსანიშნავია, ტაძრის
კედლებზე შემორჩენილია წმინდანთა უნიკალური ფრესკები. საკურთხევლის აღმოსავლეთ
მხარეზე, ნიშაზე გამოსახულია წმინდა ნინოს ფრესკა. ამჟამად კედლები სარესტავრაციო
მუშაობას მოითხოვს. მხატვრობამ ფრაგმენტების სახით მოაღწია. გარდა რელიგიური
სიუჟეტებისა, გვხვდება ისტორიულ პირთა, ადგილობრივ ფეოდალთა პორტრეტები. მათი
სახელები წარწერებშია მოხსენიებული. აღსანიშნავია,რომ სეფიეთში შემორჩენილია
ბერძნული წარწერები. აქ ნაპოვნი ჯვრებითა
და მზის გამოსახულებით შემკული სვეტისთავი (დაცულია მარტვილის მხარეთმცოდნეობის
მუზეუმში) ამ ტერიტორიაზე არსებულ ძველ ნაგებობას უნდა ეკუთვნოდეს.
სეფიეთის მიდამოებში მრავალი შესანიშნავი ისტორიული
ძეგლია ნაპოვნი. ,,1931წ თებერვალში –წერს პროფ. სერგი მაკალათია, მიწის მოხვნის
დროს იპოვეს თიხის კოჭობი რომაული მონეტებით სავსე. ასევე ნაპოვნია ბრინჯაოს
ჭურჭლის ყური, რაც ღვთაება მითრას კულტთან დაკავშირებული სარიტუალო ინვენტარი უნდა
იყოს.
ლეგენდის თანახმად, დასავეთის ნაწილს ხანდაზმულნი
ტყეში ნაპოვნ ტაძრად მიიჩნევენ. თითქოს მონადირე ტყეში დაჭრილი ირმის კვალს
გაკიდებიან და ეს ადგილი უპოვნიათ. შემდეგ აქ ჩამოსახლებულან, ტყე გაუჩეხავთ
ტაძარი გაუფართოებიათ და ეს დიდი ნაგებობა
მიუშენებიათ.
ამ
ტაძარმა მიიპყრო ისეთი გამოჩენილი ადამიანის ყურადღება, როგორიც ექვთიმე
თაყაიშვილი იყო. ის მონაწილეობდა სეფიეთის ეკლესიის კვლევაში და მისი ყურადღება
ტაძრის კართან არსებულმა დიდებულმა ფრესკამ მიიპყრო. ეკლესიაში 1996 წელს აღსდგა
წირვ–ლოცვა, ამჟამად სეფიეთის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოძღვარია მამა
ანდრია(როლანდ მელია).
გულეიკარი
გულეიკარი
სოფელ გულეიკარში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესია
ბაზილიკის ტიპისაა, ნაგებია ხვლიკისფერი, მორუხო თვლილი ქვით, ეკლესიის კედლებზე
ამოკვეთილია ჯვრები, დატანებულია გრძელი და მოკლე სარკმლები. იგი გვიანდელ
ფეოდალურ ხანას განეკუთვნება, რომელიც
აგებული უნდა იყოს უფრო ძველი ეკლესიის ადგილზე. თუ 1885 წლის გაზეთ „დროებაში“
არსებულ ტექსტს დავეყრდნობით ძველი ეკლესია ვახტანგ გორგასლის ეპოქას ეკუთვნის.
სწორედ „დროების“ ამავე ტექსტში
ნახსენებია ლეგენდა, რომელის თანახმადაც,
ამ ეკლესიაში მოსულა ცნობილი არაბი სარდალი მურვან-ყრუ, რომელსაც ტაძრის
განადგრურება უბრძანებია. „ მაშინ მომხდარა სასწაული წმ.გიორგის მურვან ყრუ
უძრავად გაუშეშებია საყდარში. გარეთ გაჩენილა ვიღაც თეთრ ცხენზე ამხედრებული
მხედარი და აუოხრებია მურვანის ლაშქარი. ,,როცა მურვან ყრუმ ეს ამბავი შეიტყო
გამოსვლა სცადა, თუმცა ადგილიდან ვერ დაიძრა. ამის შემდეგ, მან წმ.გიორგის
შესთხოვა „წმინდა გიორგი თუ მე გამიშვებ
მძევლად შემოგწირავ ჩემს ხმალსაო“
აუხსნია ხმალი და შეუწირავს. ამის შემდეგ, მურვანს შესძლებია მოძრაობა.
მურვან ყრუს ხმალი წმ.გიორგის ეკლესიაში დიდხანს ინახებოდა. 1913 წელს ეს ეკლესია ექვთიმე თაყაიშვილმა მოინახულა,
ჩაიწერა მურვან ყრუს ლეგენდა და ამ ტაძრის
ხატებთან ერთად ხმალიც აღწერა. ხმლის აღწერილობა მიუთითებს იმას, რომ ხმალი
ნამდვილად მურვან ყრუს ეკუთვნოდა. სამწუხარო ფაქტია, რომ ამ ხმლის მონახულება ჩვენ
არ შეგვიძლია, რადგან გასაბჭოების შემდეგმ ხმალი ეკლესიიდან უკვალოდ გაქრა.
ეკლესიაში დასვენებულია წმინდა გიორგის სასწაულთმოქმედი ხატი. აბაშის რაიონის
ამ უშორეს სოფელში მოხერხდა ტაძრის აღორძინება. დღეს ამ ეკლესიაში აღევლინება
წირვა-ლოცვა.
სუჯუნა
უდიდეს სიწმიდესა და სიძველეს წარმოადგენს სუჯუნის
ცენტრში მდგარი 18-ე საუკუნის მიწურულსა და 19-ე საუკუნის დასაწყისში აგებული
სამთავიანი, გუმბათოვანი წმ. გიორგის ტაძარი. იგი გამოირჩევა დახვეწილი
არქიტექტურით, სუფთად და თანაბრად გადანაწილებული ქვათა წყობით, ორიგინალური
ჩუქურთმებით. მისი მსგავსი მე–18, მე–19 საუკუნის ძეგლებში იშვიათად მოიძებნება.
ის ჭყონდიდელების საზამთრო სადგური იყო და მას მარტვილის შემდეგ პირველი ადგილი
ეჭირა. სუჯუნის ეკლესიაში დაცული ყოფილა ძვირფასი ხატ-ჯვრები, რომელებიც აღწერილი
აქვს ექვთიმე თაყაიშვილს წიგნში „არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში“.
სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიაში საკმაოდ
მოიპოვებოდა ქართული ხელობის ხატები წარწერებით, რომელებიც ლიტერატურაში ცნობილნი
არ არიან.
1836 წელს აქ დაიწყე ქვითკირის სამრეკლოს აშენება,
რასაც 1838 წელს ქვითკირის ეკლესიის
აშენება მოჰყვა. წინათ ამ ადგილზე დიდი ხის ეკლესია მდგარა, წმიდა ხატებით,
ჯვრებით, სამკაულებით, ძვირფასი თვლებითა და მარგალიტებით უხვად შემკობილი, თუმცა
ურჯულო მტრები დასხმიან ტაძარს თავს, გაუქურდავთ და ერთიანად ცეცხლი წაუკიდებიათ.
ამ ფაქტზე მოწმობს წმიდა გიორგის ხატზე დიდი ლევან დადიანის წარწერა, ასევე, ის
დამწვარი ეკლესიის ნარჩენი ცეცხლით გარუჯული ხეები, ტაძრის ეზოშივე არსებული ხიდის
ქვეშ მდინარეში ჩაყრილი.პირველი ხის ეკლესიის მტრების მიერ დაწვის შემდეგ აგებული
ხის ეკლესია როგორც სიძველით, ისე “ნაკლებსიდიდით და სხვა რიგითაც” არ შეეფერებოდა
დროსა და ჟამს, მითუმეტეს, ჭყონდიდელ-მიტროპოლიტებს. სუჯუნაში დაბრძანებულია, ,,
ტიხვინის ღვთისმშობელი“ სავარაუდოდ მე–18–19 საუკუნის ჭედური ხელობა და ასევე ეკლესიაში მობრძანებულია წმ. გიორგის
ნაწილები.
ტყვირი
მაცხოვრის სახელობის ტყვირის ეკლესია ქართული
კულტურის შესანიშნავი ძეგლია. ის ლამაზი,
ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. იგი ჯვრის ფორმის ოთხკუთხა ნაგებობაა. გუმბათზე დატანებული
აქვს 8 ვიწრო სარკმელი. ტაძრის ნახევარი ნაგებია თლილი ქვით, ზედა ნაწილი კი
ქართული ბრტყელი აგურით. ეკლესიის გარეთა კედლებში ჩართულია კირქვის ფართო ფილები,
შესანიშნავ ორნამენტოვანი მედალიონებითა და კარ–ფანჯრის არშიებით, დასავლეთის
კარის თავზე არის ჩუქურთმიანი ჯვარი, რომლის ირგვლივ შესრულებულია მხედრული
წარწერა, ტაძარს დასავლეთით და ჩრდილოეთით მიშენებული აქვს ქვით ნაგები ეკვდერები.
სავარაუდოდ ტაძარს აქვს ქვედა სართულიც და როგორც ხანდაზმულები ამბობენ, საიდუმლო
გვირაბიც, რომელიც ტაძრიდან მიემართებოდა ცხენისწყლის ძველი კალაპოტისაკენ, სადაც
ერთ დროს მდინარე ცხენისწყალი მიედინებოდა. ტაძარზე არის ხუცური წარწერები. ტაძარში
ინახებოდა მრავალი ვერცხლის ძველებური
ხატ-ჯვრები. წარწერებში ხსენებულია საფეოდალო-საჭილაოს გამგებელთა სახელები. ტაძარი
აშენდა მე-7- მე-8 საუკუნეებში. მტრების შემოსევების შედეგად
საძირკვლამდე დანგრეული ტაძარი აღადგინეს ჭილაძეებმა მე-15- მე-16 საუკუნეებში. ტყვირის
ეკლესია 1913 წელს მოინახულა ექვთიმე თაყაიშვილმა. მაშინ ჯერ კიდევ შემორჩენილი
იყო გუმბათზე ტყვიის ფურცლები. როგორც მისთვის უთქვამთ ადრე ტაძარი მთლიანად
ტყვიის ფურცლებით ყოფილა გადახურული.ტყვირის ეკლესიამ საშინელი დღეები გადაიტანა
გასაბჭოების პროცესში. 70 წელი უპატრონოდ იყო მიტოვებული. გასაბჭოების შემდეგ
ეკლესია გაიძარცვა და იავარიქმნა. 80–იან წლებში კი ტყვირის ეკლესია საქართველოს
ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გადახურა თუნუქით. დღეს ეკლესია წარმოადგენს ულამაზეს
მოვლილ კოპწია ტაძარს, არა მარტო ჭყონდიდის ეპარქიაში არამედ მთელ საქართველოში. აღსანიშნავია
ტყვირის მკვიდრის ზაქარია (შაქრო) ტყვაცირიას ღვაწლი. იგი არის ფრესკების
განმაახლებელი და ტაძრის მედავითნე. ტყვირის ეკლესიას ამჟამად გააჩნია ორი
საცხოვრებელი ფინური სახლი, ჭაბურღილი და სხვა სათავსოები ტყვირის ეკლესიაში
წირვა–ლოცვა განახლდა 2000 წლის 14 თებერვალს.
კადარის ეკლესია
კადარი — ქართული მართლმადიდებლური ტაძარი სოფელ
ძველი აბაშის დასავლეთით, გაშლილ ველზე მდებარეობს. აშენებულია არა უადრეს XIV
საუკუნისა. იმ დროისთვის ეკლესია შესანიშნავი ძეგლი იყო. აგურით ნაგებ გეგმით
სწორკუთხა, შვერილაფსიდიან შენობას სამხრეთით და დასავლეთით მინაშენი ჰქონდა (ახლა
მონგრეულია), აღმოსავლეთ აფსიდში 3 ვიწრო სარკმელია დაყოლებული. შესასვლელები
სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის
ფრაგმენტები.
ეკლესია
სავალალო მდგომარეობაშია. იგი ყოველდღიურად ნადგურდება ატმოსფერული ნალექებისა და
მცენარეთა ფესვებისაგან. იგი სასწრაფოდ საჭიროებს კონსერვაცია-რესტავრაციას.
კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი
კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი
გამოჩენილი მწერალ-აკადემიკოსი და ,,დიდოსტატის
მარჯვენ’’-ის ავტორი, კონსტანტინე გამსახურდია აბაშის რაიონის ერთ-ერთ სოფელ ძველ
აბაშაში დაიბადა. სწორედ აქ მდებარეობს
მისი სახელობის სახლ-მუზეუმი. სახლ–მუზეუმი ფუნქციონირებს 1982 წლიდან. მუზეუმში დაცულია ქართველი მწერლის კონსტანტინე
გამსახურდიას (1893-1975 წწ.) მემორიალური ნივთები, მისი ნაწარმოებების ხელნაწერთა
ასლები, სხვადასხვა პერიოდის გამოცემები ქართულ, გერმანულ, უკრაინულ, რუსულ და
ინგლისურ ენებზე, მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული ფოტო და
დოკუმენტური მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები: გობელენები, ფერწერული ტილოები.
სახლ-მუზეუმის ეზოში განთავსებულია დამხმარე ნაგებობები. ამჟამად,დამსახურებული
საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი საჭიროებს რესტავრაციას.
ასევე მოუვლელია მისი ეზო. პრობლემებია სახლ-მუზეუმში შესვლასთან დაკავშირებით,
რადგან ფაქტობრივად არ არსებობს ადმინისტრაცია და ამის გამო მუზეუმის გასაღები
ინახება მეზობელ სახლში. რაც წარმოუდგენელს ხდის მის ნორმალურად ფუნქციონირებას და ამის გამო, ისედაც იშვით ტურისტებს ნაკლებად აქვთ
საშულება ესტუმრონ მის სახლ-მუზეუმს.
სახელმწიფომ
სახლ-მუზეუმის სახელზე გადმორიცხა 15 000 ლარი.აქედან 6 000 ლარი მუზეუმის
გადახურვას დასჭირდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სამუშაო საქმეებში
მონაწილეობდნენ IX X XI XII კლასის მოსწავლეები.მათ კარგად ესმოდათ თუ რა დიდი
ადამიანის სახლ-მუზეუმს უვლიდნენ და ალამაზებდნენ.თანხიდან 5 ათასი ლარი ეზოს
შემოკავებას დასჭირდა, რომელიც ქვიტკირისგან აიგო.მოსწავლეები დეკორატორთან ერთად
რგავდნენ ყვავილებს, ალამაზებდნენ ხეებს. 4 000 ლარი დასჭირდა ეზოში პატარა
სკვერის გაკეთებას და მასში კ.გამსახურდიას სახელობის წყაროს გაკეთებას. ამ
ყველაფერზე განცხადებას გააკეთა "ახალი მემარჯვენეების"
ერთ-ერთმა ლიდერმა ძველ აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმიც
მოინახულა. მანანა ნაჭყებიას განცხადებით "ადგილობრივი
ხელისუფლების მცდელობა და სახსრები ამ მუზეუმის კეთილმოწყობას ვერ გასწვდება. აქ
აუცილებლად ცენტრალური ბიუჯეტის სახსრებით უნდა მოხერხდეს მუზეუმის თავიდან
ბოლომდე განახლება და ახალი ექსპოზიციის მომზადება. ასე მგონია, კონსტანტინე
განსახურდიას სახლ-მუზეუმი მეტ ყურადღებას იმსახურებს" 2007 წლიდან
სახლ-მუზეუმი კულტურის ცენტრის დაქვემდებარებაში იმყოფება. ყოველწლიურად, 15
მაისს, იმართება სახალხო დღესასწაული -,,კონსტანტინეობა”. მაგრამ ეს ყველაფერი
საკმარისი არ არის მისი პოპულარიზაციისათვის. სახლ-მუზეუმი საჭიროებს მნიშვნელოვან
განახლებას და შეკეთებას. პირველ რიგში
კი, ადმინისტრაციის ყურადღებით შერჩევა და მათი გულმოდგინედ მუშაობაა საჭირო, რათა
მოხდეს იმ ტურისტთა დაკმაყოფილება მაინც, რომლებიც ყველაფრისდა მიუხედავად, მზად
არიან მოინახულონ კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი.
სიმონ ჩიქოვანის სახლ-მუზეუმი
გამოჩენილი პოეტის და საზოგადო მოღვაწის სიმონ
ჩიქოვანის სახლ-მუზეუმი აბაშის რაიონოს სოფელ ნაესაკოვოში მდებარეობს. ამ
ტერიტორიაზე, სადაც ახლა სახლ-მუზეუმია აგებული, ადრე ჩიქოვანების საგვარეულო
სახლი და კარ-მიდამო ოყო, თუმცა გასული საუკუნის დასაწყისში იქაურობა ხანძარმა
შთანთქა და ეს ადგილი გავერანებული დარჩა. მუზუემში სიმონ ჩიქოვანის შთამომავლების
ოჯახში მოპოვებული მისი ხელნაწერები, ფოტოები, და ძველი გამოცემებია დაცული და
ექსპონატები მომავალშიც დაემატება. სახლ-მუზეუმი პოეზიის საღამოებს, კონცერტებს და
სხვადასხვა ღონისძიებებსაც მასპინძლობს. მიუხედავად ამისა, არამარტო მისი
დამთვალიერებლების რიცხვია უმნიშვნელო, არამედ იმ ადამიანთა რაოდენობაც კი, ვინც
ამ სახლ-მუზეუმის არსებობის შესახებ იცის ძალიან მცირეა. სწორედ ამიტომაც, საჭიროა
ისეთი მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება, რაც მის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს.
იქნებ, ამის შემდეგ მაინც გაიზარდოს მის ვიზიტორთა რიცხვი და თუ საქართველოს
სხვადასხვა კუთხეებიდან არ ეყოლება სტუმრები, აბაშაში მცხოვრებ ადამინთა შორის
მაინც არ დარჩეს ისეთი, ვისაც არ ექნება მონახულებული იგი.
სუჯუნის სინაგოგა
სუჯუნის სინაგოგა
სოფელ სუჯუნაში მომძლავრებული იყო ებრაული თემი, რომელთაც მე-19 საუკუნის
60-იანი წლებისათვის უკვე თავიანთი სალოცავი, სინაგოგა გააჩნდათ. გავრცელებული
ცნობების თანახმად, ამ დროისათვის ნასზე უკეთესი სინაგოგა მთელ ქუთაისის გუბერნიაში არ მოიპოვებოდა, სანამ 1887 წელს
ქუთაისში ახალი დიდი სინაგოგა არ აშენდა. დღესდღეობით სინაგოგას არანაირი
დანიშნულება არ გააჩნია, რადგან ებრაელები დიდი ხანია გადასახლდნენ. ამ ისტორიულ
ძეგლს ასევე არ გააჩნია არანაირი ტურისტული განვითარების პერსპექტივა, რადგან
შენობა არ არის მაინც და მაინც ძველი და
არც არქიტექტურის განსაკუთრებულ ნიმუშს არ წარმოადგენს.
აკაკი ხოშტარიას სასახლე
აკაკი ხოშტარიას სასახლე
აკაკი ხოშტარია––ქველმოქმედი ბიზნესმენი. მასზე მხოლოდ
ის ცნობები მოგვეპოვება რომ, ის
იყო სპარსეთის შაჰის კართან მეტად დაახლოებული პირი (თითქოს შაჰის ნათლია).ის მუშაობდა
სხვადასხვა ადგილას. 1939 წელს პარიზში გარდაიცვალა. მისი სახელობის
სასახლე 1915 წელს აიგო, თუმცა 1998 წელს
სასახლე საფუძვლიანად შეაკეთა თბილისელმა ბიზნესმენმა, სუჯუნის მკვიდრმა,
დავით ხოშტარიამ. კომუნისტების ოერიოდში
ამ შენობაში განთავსებული იყო სოფლის სკოლა. დღეს კი სკოლა იმავე ეზოში, თუმცა
სხვა შენობაში აგრძელებს ფუნქციონირებას. სასახლე გადაცემულია სუჯუნის წმ. გიორგის
ტაძრის დედათა მონასტრისათვის. ამ ისტორიულ ძეგლს, დღესდღეობით, ტურისტული
დანიშნულება არ გააჩნია.
კაცობურის აღკვეთილი
კაცობურის აღკვეთილი – აღკვეთილი საქართველოში, მდებარეობს აბაშის მუნიციპალიტეტში. სამხრეთ დასავლეთ ნაწილში. 1996 წელს დაარსდა და მისი საერთო ფართობი 295 ჰექტარს შეადგენს. აღკვეთილის ტერიტორია ძირითადად ვაკეა — მისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 40 მეტრს არ აღემატება. აქ ძირითადად გავრცელებულია ალუვიური თიხნარ-ქვიშნარი, მცირე ფართობებზე გვხვდება ნეშომპალა თიხნარ-სილნარი ნიადაგები. კაცობურის აღკვეთილის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე რიონი. ამას გარდა, აღკვეთილის ჰიდროგრაფიული ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილია გრუნტის წყლები, რომელთა დონე ზოგიერთ ადგილას მიწის ზედაპირს უახლოვდება და ჭაობებს წარმოქმნის. წარსულში ამ ტერიტორიაზე ნამდვილი კოლხური ტყეები ყოფილა გავრცელებული. ამჟამად შემორჩენილია ამ ტყეთა ძლიერ სახეშეცვლილი ნაშთები. ამჟამად, კაცობურის აღკვეთილში მცენარეულობის ძირითად ფონს მურყნარები ქმნიან, სადაც ძირითად ტყისშემქნელ სახეობასთან ასოცირებულია ლაფანი, იფანი და სხვ. აღკვეთილის ტყით დაფარულ ფართობებზე გვხვდება აგრეთვე თეთრი აკაცია, თხმელა, ტირიფი, პანტა, ტყემალი, ფშატი და ამორფა. კაცობურის აღკვეთილში ფაუნა შედარებით ღარიბია. ჩლიქოსნებიდან აქ გვხვდება: გარეული ღორი და შველი. მტაცებლებიდან კი – მგელი,კურდღელი, ტურა, მაჩვი, გარეული კატა, წავი. ფრინველთაგან კი აქ მხოლოდ რამოდენიმე სახეობის ფრინველი გვხვდება: ქედანი, რუხი ყანჩა, სკვინჩა, გარეული იხვი, თეთრთვალა ყვინთია, რუხი ყანჩა, მიმინო, ქორი და სხვა. აღსანიშნავია აგრეთვე კოლხური ხოხობის პოპულაციის არსებობა.
როგორც ნახეთ, აბაშას ბევრი საინტერესო, ისტორიული და ტურისტულ-რეკრეაციული ძეგლები გააჩნია. თუმცა მათ შესახებ, არათუ მთელ საქართველოშია ცნობილი, არამედ აბაშის მოსახლეობის უმეტესობასაც არ აქვს წარმოდგენა მათ შესახებ. ამ ეტაპზე, უმთავრესია მოხდეს მათი პოპულარიზაცია სხვადასხვა გზებით: ჩატარდეს სხვადასხვა ღონისძიებები, განთავსდეს უფრო მეტი ინფორმაცია ინტერნეტში, შეიქმნას აბაშის ტურისრული რუკა და ა.შ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძეგლებს შესაბამისი ყურადღება მიექცეს; საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდეთ რესტავრაცია, გაჩნდეს ეფექტური მომსახურე პერსონალი, მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცეს დასუფთავებას და ა.შ. ეს ყველაფერი კი დადებითად იმოქმედებს ტურისტების რაოდენობაზე და შესაბამისად აბაშის მოსახლეობაზეც, რადგან ტურისტების რაოდენობა შექმნის სამუშაო ადგილებს და გაზრდის შემოსავალს.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98
როგორც ნახეთ, აბაშას ბევრი საინტერესო, ისტორიული და ტურისტულ-რეკრეაციული ძეგლები გააჩნია. თუმცა მათ შესახებ, არათუ მთელ საქართველოშია ცნობილი, არამედ აბაშის მოსახლეობის უმეტესობასაც არ აქვს წარმოდგენა მათ შესახებ. ამ ეტაპზე, უმთავრესია მოხდეს მათი პოპულარიზაცია სხვადასხვა გზებით: ჩატარდეს სხვადასხვა ღონისძიებები, განთავსდეს უფრო მეტი ინფორმაცია ინტერნეტში, შეიქმნას აბაშის ტურისრული რუკა და ა.შ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძეგლებს შესაბამისი ყურადღება მიექცეს; საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდეთ რესტავრაცია, გაჩნდეს ეფექტური მომსახურე პერსონალი, მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცეს დასუფთავებას და ა.შ. ეს ყველაფერი კი დადებითად იმოქმედებს ტურისტების რაოდენობაზე და შესაბამისად აბაშის მოსახლეობაზეც, რადგან ტურისტების რაოდენობა შექმნის სამუშაო ადგილებს და გაზრდის შემოსავალს.
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98
http://wikimapia.org/25873280/ka/სუჯუნის-სასახლე
http://ciagi.ge/index.php/ciagi/item/2-აკაკი-ხოშტარია
http://ka.wikipedia.org/wiki/კადარის_ტაძარი
http://www.forum.ali.ge/index.php?/topic/189-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/
http://ka.wikipedia.org/wiki/კონსტანტინე_გამსახურდიას_სახლ-მუზეუმი
http://www.georgianmuseums.ge/?lang=geo&id=1_1&sec_id=11&th_id=250
http://www.pirweli.com.ge/?menuid=8&id=7710
http://tamunakakauridze.blogspot.com/2009/12/abashis-kulturuli-zeglebi.html
http://1tv.ge/news-view/47500
http://www.ambioni.ge/sujunis-eklesia
წიგნი: ,,სუჯუნის წმ. გიორგის ეკლესიის ისტორია“, დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა.
No comments:
Post a Comment