Friday, November 15, 2013

აბაშის ეკონომიკა

           ქალაქი აბაშა აშენებულია ისტორიული ლაზიკის ტერიტორიაზე. ლაზიკა ზოგადად მოიცავდა დიდ ფართობს და მისი დიდი ნაწილი უნაყოფოდ ითვლებოდა, თუმცა ის მიწა, რომლის ტერიტორიაზეც, ახლა აბაშა არის აშენებული ძალიან ნაყოფიერი იყო. პროკოფი კესარიელის ცნობით, ეს მიწები კოლხეთის მიწა-წყალზე საუკეთესო მხარეს წარმოადგენდა. ის წერს : „ღვინოც კარგი მოდის და სხვა ნაყოფნიც იქ კარგად ხარობენ.“ ასევე დღევანდელი აბაშის სოფლელ სუჯუნის ტერიტორიას შემდეგნაირად ახასიათებენ: „ცხენისწყალისა და რიონისკენ არის საჭილაო,სამიქელაო და არს ადგილი ესე ფრიად ნაყოფიერი ყოვლითვე. პირუტყვი მძოვარ არიან ზამთარ-ზაფხულ. ფრინველნი ურცხვნი, თევზნი არასადა თვინიერ რიონისა. კირჩხიბი მრავალი, სახლობენ მთავარნი და აზნაურნი.“
 აბაშის ნაყოფიერებაზე მეტყველებს მსოფლიოში ცნობილი ლეგენდა „არგონავტების“ შესახებ. მეცნიერებში გავრცელებული აზრით, ადგილი, სადაც იასონმა ჰეფესტოს მიერ გამოჭედილი სპილენძის ცეცხლისმფრქვეველი, უღელშებმული ხარები არესის ოთხი დღიური ხოდაბუნისაკენ გარეკა, და სადაც გველეშაპის კბილები დათესა, აბაშის ტერიტორიაზე, კერძოდ ანჯერის მიწებზე მდებარობდა. სწორედ უღელშებმული ხარები მიუთითებენ, რომ ამ ტერიტორიაზე ამ დროისათვის მიწათმოქმდება უკვე ძალიან მაღალ დონეზე იყო განვითარებული.
მეოცე საუკუნეში აბაშა მემინდვრეობის მხრივ საქართველოში პირველ ადგილზე იყო. აბაშის მიწები, ანჯერი, დღემდე საქვეყნოდ ცნობილია მისი ნაყოფიერი მიწებითა და მოსავლიანი სიმინდის ყანებით. აბაშას საბჭოთა კავშირის პერიოდში ხშირად მიუღია სხვადასხვა პრიზები წარმატებული მეურნეობისათვის და ასევე ხშირად დაუკავებია პირველი ადგილი საბჭოთა საქართველოს მაშტაბით. აბაშაში მარცვლეული კულტურები წამყვანი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ  გახდა,ხოლო აბაშის კოლმეურნეობა ერთ-ერთი მოწინავე იყო ს.ს.ს.რ-ში.
20 ს-ის მეორე ნახევარში აბაშაში ჩატარდა ექპერიმენტი, მეცხოველეობის განვითარებისათვის.  რომლის ავტორიც იყო იმ დროს აბაშის რაიონის რაიკომის მდივანი გურამ მგელაძე. მან მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების გაზრდა ერთი შეხედვით მარტივი გზით გადაწყვიტა. სწორედ ამ სიმარტივეში იყო ამ ექსპერიმენტის უპირატესობა. იმის მაგივრად, რომ აშენებულიყო ათასობით სულ პირუტყვზე გათვლილი ძვირადღირებული მეღორეობის ფერმა, პირუტყვის მოვლა-პატრონობა განაწილდა სოფლის მოსახლეობაზე. კოლმეურნეობა, რომლის საკუთრებაშიც იყო მხოლოდ მეღორეობის სანაშენე ფერმა, პირუტყვს გასაზრდელად ურიგებდა გლეხებს და ამარაგებდა მათ საკვებით, ხოლო ზრდასრულ პირუტყვს იბარებდა გლეხისგან და გაწეული მუშაობისთვის გასამრჯელოს უხდიდა. შედეგად სოფელი გადაიქცა ერთ დიდ ორგანიზებულ მეცხოველეობის მეურნეობად. ამით მოგებული დარჩა როგორც გლეხობა, რომელმაც მიიღო დამატებითი შემოსავალი, ასევე სახელმწიფო, რომელსაც სარეალიზაციოდ ჩაბარდა რამდენიმე ათასი ტონა ხორცის პროდუქცია.
მიწათმოქმედებისა დამეცხოველეობის გარდა, აქ განვითარებული იყო ვაჭრობა და ნაოსნობა. ნაოსნობის განვითარებას ხელს უწყობდა მდ. რიონიდან შემოყვანილი არხი ცუდღარი. ამ არხში ნავებით შემოდიოდნენ ვაჭრები და სწორედ ეს არხი აქცევდა აბაშის ერთ-ერთ სოფელ სუჯუნას სავაჭრო დაბად.
ერთი სიტყვით, მეოცე საუკუნეში აბაშის ეკონომიკა ყვაოდა: განვითრებული იყო მიწათმოქმედება, მეცხოველეობა, ნაოსნობა დ ავაჭრობა; ფუნქციონირებდა ფაბრიკა-ქარხანები. თუმცა ავადსახსენელებელი 90-იანი წლების შემდეგ ყველაფერი უკუღმართობისკენ შეიცვალა. ქარხნებს უკანონოდ შლიდდნენ და შეძლებისდაგვარად სხვადასხვა დაწესებულებებში აბარებდნენ, შემოსავალს კი პირად ინტერესებს ახმარდნენ.
რა თქმა უნდა, ასეთი მარცხის შემდეგ ეკონომიკის ხელახალი აღორძინება ძალიან რთულ საქმეს წარმოადგენდა მთელი საქართველოსთვის, მათ შორის აბაშისათვის, მაგრამ ქვეყნის ხელახალ განვითარებასთნ ერთად ეკონომიკაც ხელახლა ვითარდება. დღესდღეობით ეკონომიკის წამყვანი დარგი სოფლის მეურნეობაა. აქ
სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 20 105 ჰექტარი უჭირავს; მათ შორის სახნავ-სათესი
მიწებია 12 451 ჰა. სათიბ-საძოვრებს 5 959 ჰა უკავია, ხოლო მრავალწლიან ნარგავები
გაშენებულია 1 695 ჰა ტერიტორიაზე. ადგილბრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო
მიწის ფონდი, კერძოდ კი სახნავ-სათესი მიწები, ბოლო ათ წელიწადში, ძირითადად
წყალმოვარდნისა და მდინარის ნაპირების წარეცხვის გამო შემცირდა. მიწების დიდ უმეტესობა მდინარის გასწვრივ მდებარეობს ძირითადად ისინი სწორედ მდინარის
წარეცხვის შედეგად ზიანდებიან.
ბოლო წლებში სტიქიური მოვლენების შედეგად დაიკარგა 100ჰა დროებითი საძოვარი
მიწის ფართობი,რომელიც მდებარეობდა მდინარეების რიონისა და ცხენისწყლის
გასწვრივ. გამგეობის წევრთა ინფორმაციით, ბოლო ათწლეულში არ მომხდარა სასოფლო-
სამეურნეო მიწების დეგრადაცია. თუმცა ძლიერი წვიმების დროს სადრენაჟე სისტემის
გაუმართაობის გამო იტბორება სასოფლო-სამეურნეო ფართობები და ადგილი აქვს
მეორად დაჭაობებას, რაც იწვევს მიწების დეგრადაციას და მოსავლიანობის შემცირებას.

მემცენარეობა

მუნიცუპალიტეტში წამყვანი დარგია მემცენარეობა. აქ ფართოდაა
გავრცელებული მესიმინდეობა, მეჩაიეობა,მრავალწლიანი ნარგავებიდან მოყავთ თხილი. მუნიციპალიტეტში არ ფუნქციონირებს ჰიდრო-მეტეოროლოგიური სადგური და არ
ხდება მონიტორინგი, ინფორმაციას ვეგეტაციის პერიოდის ცვლილების შესახებ გამგეობა
არ ფლობს.

გამგეობის წევრთა ინფორმაციით, მცენარეთა მოსავლიანობა ბოლო ათწლეულის
განმავლობაში შემცირდა. შემცირების ძირითადი მიზეზი გვალვა და ხშირი წვიმები იყო,
აგრეთვე დაბალპროდუქტიული სათესლე მასალა, რის შედეგადაც ზიანი მიადგა
ადგილბრივ მოსახლეობას. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, გასულ წლებში ადგილი ჰქნდა სიმინდისა და თხილის მოსავლის შემცირებას მავნებლების(ღეროს ფარვანას და ამერიკულიპეპელას)მომრავლებისა და დაბალპროდუქტიული სათესლე მასალის გამო. ზოგიერთ შემთხვევაში არ იყო დაცული აგროტექნიკური ვადებიც. გამგეობის წევრების
ინფორმაციით, თესვას ფერმერები იწყებდნენ მაისში, ახლა კი იწყება ივნისში, რაც მათი
ვარაუდით, გამოწვეულია მოსახლეობის ტექნიკასა და ფინანსებთან ხელმიუწვდომლობის გამო. მუნიციპალიტეტი მდებარეობს სუბტროპიკულ ზონაში, რის გამოც ადმინისტრაციული

ერთეულის ტერიტორია საკმარისადაა უზრუნველყოფილი ატმოსფერული ნალექებით,
მიუხედავად ამისა, აქ დროდადრო მაინც აქვს ადგილი გვალვას, რომლის სიხშირე
უკანასკნელ წლებში გაიზარდა, რაც იწვევს მოსავლის განადგურებას ან უკეთეს
შემთხვევაში მოსავლიანობის შემცირებას.როგორც ოფიციალური მონაცემებით
ცნობილია დასავლეთ საქართველოს წლიური საშუალო ტემპერატურა მომატებულია
0,30-ით. ასეთ შემთხვევაში რწყვა ვერ ხერხდება, სარწყავი წყლის რესურსი საკმარისი
რაოდენობითაა, მაგრამ საირიგაციო სისიტემა მუნიციპალიტეტში არ არსებობს.
 ბოლო პერიოდში შეინიშნება უფრო ხშირი წვიმები და ნალექების ზრდა,რაც ხშირად ა
მიზეზი ხდება მეორადი დაჭაობებისა და მოსავლის შემცირების.
სასოფლო-სამეურნეო მიწების 70-80% საჭიროებს დრენაჟს.მუნიციპალიტეტში არაა
გამართული სადრენაჟე სისტემა. არსებული სისტემა საჭიროებს რეაბილიტაციას.


მეცხოველეობა

ადმინისტრაციულ ერთეულში მეცხოველეობა ერთ-ერთი წამყვანი დარგია. 2012 წლის მონაცემებით მსხვილფეხა პირუტყვის რაოდენობა 22 900 სულს შეადგენს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში მათი სულადობა სავარაუდოდ გაზრდილია, თუმცა მონიტორინგის არარსებობის გამო სამუშაო ჯგუფი ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის ზაფხულისა და ზამთრის საძოვრები,
ნაკლებადაა სათიბები. მესაქონლეები ბოლო 10 წლის მანძილზე არ განიცდიან
საძოვრების დეფიციტს, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობის მსხვილფეხა პირუტყვზე
გადაანგარიშებით, ერთ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე მხოლოდ 0.26 ჰა საძოვარი
მოდის, გამოდის, რომ მუნიციპალიტეტში უნდა იყოს საძოვრების პრობლემა.
მიუხედავად სათიბ-საძოვრების სიმცირისა, მუნიციპალიტეტში სათიბ–საძოვრების
მოვლა–შენარჩუნებისთვის არავითარ ზომებს არ მიმართავენ; მათ შორის, იშვიათად
იყენებენ ნაკვეთმონაცვლეობით ძოვებასაც, ამასთან საძოვრებისთვის ძოვების ნორმები
შესწავლილი არ არის. ფერმერებს არ გააჩნიათ სათანადო ცოდნა საძოვრების მართვისა და
მოვლის თანამედროვე მეთოდების შესახებ. პირუტყვის წველადობისა და
ხორცპროდუქტიულობის გაზრდა-შემცირების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
ბოლო 10 წლის მანძილზე მსხვილფეხა პირუტყვის დანაკარგის ზრდას არ ჰქონდა
ადგილი.


წყლის რესურსები

აბაშის მუნიციპალიტეტს ზედაპირული და მიწისქვეშა წყლის უხვი რესურსი გააჩნია,
თუმცა რესურსი შეფასებული არაა.

ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის მდინარეებიდან აღსანიშნავია: რიონი,
ცხენისწყალი, აბაშა. მცირე მდინარეებია: ნოღელა, კოვზა და ზანა.

მუნიციპალიტეტში არ არსებობს მოქმედი ჰიდროლოგიური სადგური, ზედაპირული და
მიწისქვეშა წყლების მონიტორინგი არ ხორციელდება. შესაბამისად, მათი
ჰიდროლოგიური პარამეტრების ცვლილების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს.
გამგეობის წევრების აზრით, ბოლო 10-20 წლის მანძილზე გაიზარდა წყალდიდობების
სიხშირე გაზაფხულზე, გასულ წლებთან შედარებით მდინარეების ხარჯი გაზრდილია
წყალდიდობების დროს. მდინარეების წყალდიდობის პერიოდი არ შეცვლილა.
მოსახლეობის დაკვირვებით სეზონურად ხდება მიწისქვეშა წყლის დონის ცვლილება
გაზაფხულზე, თოვლის დნობისას მატულობს ,ხოლო აგვისტო-სექტემბერში გვალვების
დროს დონე კლებულობს. გრუნტის წყლების ბაზაზე არსებობს 3 000მ3
მოცულობის დახურული ტიპის რეზერვუარი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში
გამოიყენება წყალმომარაგებისთვის.


ტყის რესურსები

ადმინისტრაციული ერთეული ტყით ღარიბია, მისი ფართობი შეადგენს 2,8
ათასი ჰექტარს, რაც მთლიანი ტერიტორიის მხოლოდ 8%-ია. სატყეო მიწები
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არ შედის. სამუშაო ჯგუფს ტყის კატეგორიების
მიხედვით ფართობების რიცხობრივი მონაცემები არ გააჩნია, მხოლოდ აღნიშნავენ, რომ
ტყეების დაცულ ტერიტორიებში შედის წყემის ნაკრძალი, 147 ჰა და კაცობურის
აღკვეთილი, 296 ჰა.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ისტორიულად არსებობდა ქარსაცავი ზოლები, თუმცა
მისი ფართობი მნიშვნელოვნად შემცირდა. ქარსაცავი ზოლების ბოლო ინვენტარიზაციის
ჩატარების თარიღი არ იციან გამგეობაში. ქარსაცავი ზოლების აღდგენა გაშენება
მუნიციპალიტეტში არ ხორციელდება.

ბოლო წლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტყის ხანძრებს ადგილი არ ჰქონია.

მუნიციპალიტეტში, ბოლო 10 წლისა და უფრო მეტი ხნის მანძილზე, არ მომხდარა
ტყეების ბუნებრივი აღდგენის მონიტორინგი და არ ჩატარებულა ტყეების მოვლა-
აღდგენის ღონისძიებები.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადრე იყო სანერგე მეურნეობა, რომელიც ეხლა შპს
„აგრომეტი“ გახდა და სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტის საკუთრებას წარმოადგენს.
სამუშაო ჯგუფი აღნიშნავს, რომ მსგავსი სანერგეების არსებობა ხელს შეუწყობდა ტყეების
აღდგენასა და ტყეების განაშენიანებას.


ინდუსტრია/წარმოება

სამუშაო ჯგუფის ინფორმაციით, აბაშის მუნიციპალიტეტში ინდუსტრია ცუდადაა
განვითარებული. ფუნქციონირებს მცირე სამშენებლო და სასურსათო საწარმოები, ჩაის
ფაბრიკა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის სამხრეთ კავკასიის რკინიგზის
მაგისტრალი.
საწარმოეში წყლის მრიცხველები დამონტაჟებული არ არის, არ ხდება წყლის
ცირკულაცია და არ იყენებენ ენერგო-ეფექტურ ტექნოლოგიებს. საწარმოებს არ გააჩნიათ
ნარჩენების მართვის გეგმები.




როგორც ვხედავთ, აბაშის ეკონომიკაში საკმაოდ ბევრი პრობლემაა და აუცილებელია მათი ალტერნატიული გადაჭრის გზების მოძებნა.აუცილებელია სახელმწიფო ჩაერთოს მსგავსი პრობლემაბის მოგვარებაში. მაგალითად: მემცენარეობის დარგში  აუცილებელია სარწყავი მილების რეაბილიტაცია, რადგან არ  მოხდეს მინდვრების დატბორვა და მოსავლის გაფუჭება, რაც მოსახლეობაზე იმოქმედებს ცუდად. მეცხოველეობის დარგში უნდა მოხდეს ფერმერების ინფრმირება საძორვების მართვის და პირუტყვების მოვლის თანამედროვე მეთოდების შესახებ. უნდა  მოხდეს  საძოვრების გაფართოება. ასევე უნდა მოხდეს საძოვრების მონაცვლეობით გამოყენება , რათა არ გაუდაბურდეს  მოცემული ტერიტორიები. მუნიციპალიტეტმა აუცილებლად უნდა იქონიოს აღწერა პირუტყვის შემოსავალსა და გასავლის შესახებ. აუცილებელია მოხდეს წყლის რესურსის შეფასება და მისი სათანადოდ გამოყენება. უნდა შეიქმნას ჰიდროლოგიური სადგური და  განხორციელდეს წყლის მონიტორინგი. უნდა მოხდეს ტყის რესურსის ფართობის დათვლა. ხელოვნურად უნდა მოხდეს ქარსაცავების  ზოლის აღდგენა და ასევე მუნიციპალიტეტი უნდა ეცადოს ტყის რესურსის გაზრდას. ინდუსტრიაში უნდა მოხდეს ნარჩენების გადამუშავება, წყლის აღრიცხა. ასევე უნდა მოხდეს სხვადასხვა დანიშნულების ქარხანა-ფაბრიკების გახსნა, რაც მნიშვნელოვანწილად გაზრდის აბაშის ეკონომიკას  და ხელს შეუწყობს ხალხის დასაქმებას.


http://nala.ge/uploads/abasha.pdf

http://www.geworld.ge/View.php?ArtId=4589&Title=abaSis+eqsperimenti+kvlav+aqtualuria&lang=ge

„საქართველოს ისტორიის ნარკვევები“ ტომი: 2,7,8

„სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიის ისტორია“ დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა 

No comments:

Post a Comment