მიუხედავად იმისა, რომ აბაშა სამეგრელოს შემადგენლობაშია,
ის საქართველოს სამი რეგიონის: სამეგრელოს,
გურიისა და იმერეთის გზაგასააყრზე მდებარეობს. საუკუნეების განმავლობაში მისი მდებარეობა
მის ეთნოგრაფიულ თავისებურებებზე განსაკუთრებულ ზეგვალენას ახდენდა. აქ შეხვდებით სამივე
რეგიონისათვის დამახასიათებელ წეს-ჩვეულებბსა და მეტყველებას. რაც იმითაც არის გამწვეული, რომ აქ მეგრელების გარდა ძალიან ბევრი გურიიდან და იმერეთიდან
ჩამოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს.
აბაშაში სხვა მეგრული ქალაქებისაგან განსხვავებით ნაკლებად გაიგონებთ
მეგრულ საუბარს. ძირითადი სასაუბრო ენა აქ ქართულია, თუმცა ასევე ხშირად გაიგონებთ
მეგრულსაც, თუმცა სხვადასხვა სოფლებში უფრო ხშირად საუბრობენ. მეგრულად ძირითადად უფროსები
ლაპარაკობენ. მეგრულის გარდა აბაშურ მეტყველებაში გაირჩევა გურული და იმერული დიალექტისათვის დამახასიათებელი სიტყვები. ყველაზე
ხშირად კი შეხვდებით რუსულ სიტყვებს, რომელიც ორსაუკუნოვანი თანაცხოვრების შედეგია.
ასეთი სიტყვებია: სტოლი, სპიჩკა, აკოშკა, მაშინა.... ასევე არსებობს ისეთი სიტყვები,
რომლებიც ქართულისა და რუსულის შერწყმით არის
მიღებული. მაგალითად: სტოლსაფარი და ა.შ. რუსულ
სიტყვებს, უფრო ხშირად, მეგრულად მოსაუბრე ხალხი იყენებს, ვიდრე სალიტერატურო ენაზე
მოლაპარაკე.
ამას გარდა,
აბაშის ეთნოგრაფიულ თავისებურებებზე გავლენას ახდენს სხვდასახვა რელიგიებიც. განსაკუთრებით
გავრცელებული არის ქრისტიანობა, თუმცა ასევე შემორჩენილია უძველესი წეს-ჩვეულებები
კერპთთაყვანისმცემლობიდან. ასევე აქ შეხვდებით ბევრ ცრუმორწმუნე ადამიანს, რომელთაც
სჯერათ მაგიის.
აბაშის ერთ-ერთ სოფელში სუჯუნაში, რომელიც ქრისტიანობის
შემოღებამდე არსებობდა, ასეთი რიტუალი ჰქონდათ: გიორგობას (23 აპრილს, ახ. სტ. 6 მაისს) მთელი სამეგრელოდან
მოიყრიდა თავს აქ ხალხი. დღესასწაულის წინა
დღეს სათნოებით გამორჩეულ მოხუცს აირჩევდნენ. მას მთელი ღამე ეკლესიაში დასტოვებდნენ
და მას მთელი ეს დრო ლოცვაში და ოცნებაში უნდა
გაეტარებინა და ფიქრობდნენ, რომ ამ მეთოდით
მოხუცს მომავლის განსჭვრეტა შეეძლო. ამ ჩვეულებაში აღსანიშნავია ის, რომ კაცს მომავლის
განსჭვრეტა მხოლოდ წმ. გიორგისგან და ისიც ღამით შეუძლია. ეს ჩვეულება მთვარის თაყვანისცემის
ნაშთია, რადგან მთვარის კულტის მსახურება მხოლოდ ღამით იყო მიღებული.
შემორჩენილი კერპთთაყვანისმცემლური ჩვეულებების გარდა,
აღსანიშნავია მაგია. აქ ბევრს სჯერა ცრურწმენების
და ჯადოების. ისინი უძველესი დროიდანაა შემორჩენილი, რომელიც ქრისტიანობის პერიოდში
ლამის დავიწყებას მიეცა, მაგრამ კომუნიზმის პერიოდში კვლავ აქტუალური გახდა და ამას
თავისი ობიექტური მიზეზები გააჩნია, რომელთა განხილვაც აქ არ ღირს. ასეთი ცრურწმენები
აქ ბევრია. ბევრს სჯერა შელოცვების, რომელთა
რწმენითაც იგი განკურნებას ემსახურება. ასევე
აქაც შეხვდებით სხვა მრავალ კუთხეში
გავრცელებულ ცრურწმენებს შავ კატაზე და რიცხვ 13-თან დაკავშირებით.
ასევე გავრცელებულია
შემდეგი ცრურწმენები, რომლებიც რაიმე ფაქტის შემდეგ მოსალოდნელზე მიგვნიშნებს:
1)ძაღლის
ყმუილი - ახლო-მახლო ვინმე გარდაიცვლებ
2)ხელის გულის ქავილი -მოსალოდნელი ფული
3)ცხვრის ქავილი - მოსალოდნელია სტუმრის მოსვლა
4)ყურის „ხმაური“ - მოსალოდნელია უბედურება
5)ჩანგლის დავარდნა - მოსალოდნელია სტუმრის მოსვლა
6)დანის დავარდნა ან მარილის დაყრა - მოსალოდნელია ჩხუბი
7) შაქრის დაყრა - ოჯახში სიტკბო შემოვა
8) ბევრი საქონლის ბღავილი - მოსალოდნელია მიწისძვრა და ა.შ
2)ხელის გულის ქავილი -მოსალოდნელი ფული
3)ცხვრის ქავილი - მოსალოდნელია სტუმრის მოსვლა
4)ყურის „ხმაური“ - მოსალოდნელია უბედურება
5)ჩანგლის დავარდნა - მოსალოდნელია სტუმრის მოსვლა
6)დანის დავარდნა ან მარილის დაყრა - მოსალოდნელია ჩხუბი
7) შაქრის დაყრა - ოჯახში სიტკბო შემოვა
8) ბევრი საქონლის ბღავილი - მოსალოდნელია მიწისძვრა და ა.შ
უძველესი დროიდან არსებობს ტრადიაცია მეკვლის შესახებ,
რომელიც ახალი წლის ღამეს პირველი მარჯვენა ფეხით უნდა შემოვიდეს სახლში და ტკბილეულობა
შემოყაროს. ხალხის რწმენით, ეს ყველაფერი ოჯახისთვის
ბედნიერბის მომტანი აღმოჩნდება. ეს ჩვეულება დღემდეა შემორჩენილი და ეს ტრადიცია სრული
წესების დაცვით მიმდინარეობს, თუმცა ამ ყველაფერს რიტუალური სახე დაკარგული აქვს და
ის მხოლოდ ლამაზ ტრადიციადაა შემორჩენილი.
„სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიის ისტორია“ - დეკანოზი
კონსტანტინე კაჭარავა. გვ.15
ტექსტის ძირითადი მასალა ეყრდნობა მოსახლეობის გამოკითხვას
No comments:
Post a Comment