Saturday, November 16, 2013

ჩვენს შესახებ

სახელი: ქეთევან  
გვარი: ქორჩილავა
ასაკი: 15 წლის
კლასი: Xა კლასი
სკოლა: სსიპ  ქ. აბაშის  #1 საჯარო სკოლა
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 55507445
ელ .ფოსტა:
qorchilava.qeti@mail.ru



სახელი: თორნიკე
გვარი: ჭანტურია
ასაკი:
16 წლის
კლასი:
XII
სკოლა:სსიპ  ქ. აბაშის  #1 საჯარო სკოლა
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი:568652882
ელ.ფოსტ:
tornike.chanturia@gmail.com




 
სახელი: მართა
გვარი: ჯიბლაძე
ასაკი:16წლის
კლასი: XI
ბ კლასი
სკოლა:
სსიპ  ქ. აბაშის  #1 საჯარო სკოლა
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი: 591117132
ელ.ფოსტა:
martajibladze@yahoo.com



სახელი: გვანცა
გვარი: ნავერიანი
ასაკი: 16 წლის
კლასი: XI
ბ კლასი
სკოლა: სსიპ  ქ. აბაშის  #1 საჯარო სკოლა
საკონტაქტო ტელეფონის ნომერი:598258497
ელ.ფოსტა:

გამოჩენილი ადამიანები

         ალბათ ბევრისთვის გასაკვირი იქნება, მაგრამ აბაშა ცნობილი ადამიანების სიმცირეს არ განიცდის. ბევრი ცნობილი ადამიანი, წარმოშობით სწორედ აბაშიდანაა. ყველაზე გამორჩეული კი ალბათ, საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდიაა. რა თქმა უნდა, მამამისიც, ცნობილი მწერალი და „დიდოსტატის მარჯვენის“ ავტორი, კონსტანტინე გამსახურდიაც სწორედ აბაშელია და სოფელ ძველ აბაშაში მისი სახლ-მუზეუმის ნახვაც შეგიძლიათ. ასევე, აბეშელია ყველასთვის ნაცნობი ლექსის „მე პატარა ქართველი ვარ“-ის ავტორი, დუტუ მეგრელი. თქვენ შესაძლებლობა გაქვთ მათი და სხვა ცნობილი აბაშელების ბიოგრაფიასაც გაეცნოთ.

                   

                   კონსტანტინე გამსახურდია

      კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 3 /15 მაისს, 1893 წელს სოფელ ძველი აბაშაში.  1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. მიუნხენში გაიცნო და დაუმეგობრდა თომას მანს.
1918 წლიდან კონსტანტინე გამსახურდია საქართველოს დემოკრატიული  რესპუბლიკის დიპლომატიურ სამსახურშია დასავლეთ ევროპაში.  1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.

სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო როგორც პოეტმა და პუბლიცისტმა. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909 წელს. წერდა კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. XX საუკუნის 10-20-იანი წლების მიჯნაზე იყო რედაქტორი სხვადასხვა პერიოდული გამოცემების.
 კონსტანტინე რამდენჯერმე დაპატიმრებულიც იყო „ქვეყნის მოღალატის“ სტატუსით. იმყოფებოდა სიკვდილმისჯილთა  საკანშიც, საიდანაიც საბოლოოდ გაათავისუფლეს.

     საქართველოში 1928 წელს დაბრუნების შემდეგ კ. გამსახურდია რჩება სრულიად უსახსროდ, ამის მიზეზია ხელისუფლების მიერ მისი ნაწარმოებების გამოქვეყნების აკრძალვა და მისი დევნა.      საქართველოში 1928 წელს დაბრუნების შემდეგ კ. გამსახურდია რჩება სრულიად უსახსროდ, ამის მიზეზია ხელისუფლების მიერ მისი ნაწარმოებების გამოქვეყნების აკრძალვა და მისი დევნა.
      თუმცა, შემდეგში კ. გამსახურდიამ მაინც შეძლო თავისი რომანების გამოქვეყნება. მისი ყველაზე ცნობილი  „მთვარის მოტაცება“, „დავით აღმაშენებელი“ და „დიდოსტატის მარჯვენა.“ 

1944 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1948 წლიდან ისევ დაიწყო  კამპანია მის წინააღმდეგ ქართულ და საკავშირო პრესაში, რომელიც გაგრძელდა 1956 წლამდე.

1957 წლიდან კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებები ითარგმნა უცნო ენებზე და დიდი წარმატებით გამოქვეყნდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

მწერალი გარდაიცვალა 1975 წელს. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში.


                                                        
                                                   





                                     
ზვიადი გამსახურდია
ზვიად გამსახურდია დაიბადა თბილისში, 1939 წლის 31 მარტს, ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, მწერალ-აკადემიკოს კონსტანტინე გამსახურდიას და მირანდა ფალავანდიშვილის ოჯახში. დაამთავრა თბილისის 47-ე საშუალო სკოლა (1957) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი ინგლისური ლიტერატურის სპეციალობით (1962).
წლების მანძილზე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპისა და ლიტერატურის ფაკულტეტის დოცენტად. 1973 წელს მიენიჭა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1991 წელს – მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხები. 1972-1977 და 1983-1990 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის რუსთველოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, 1970-1977 წლებში საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. მას გამოქვეყნებული აქვს მნიშვნელოვანი სამეცნიერო შრომები (მათ შორის 4 მონოგრაფია) რუსთველოლოგიის, ქართული კულტურის ისტორიის, ქართული ლიტერატურის ისტორიის, თეოლოგიის, ამერიკული პოეზიის ისტორიის საკითხებზე. გამოცემულია მისი ლექსებისა და იგავ-არაკების კრებულები, აგრეთვე, შექსპირის, ბოდლერის, გოგოლის და სხვათა თხზულებების თარგმანები.

1956 წელს ზვიად გამსახურდიამ და მისმა მეგობრებმა საბჭოთა კავშირის მიერ უნგრეთში სისხლიანი ინტერვენციის დამგმობი პროკლამაციები გამოაკრეს თბილისის ქუჩებში, რაც არნახული აქცია იყო მთელი სსრკ-ს მასშტაბით. 1976 წელს ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას თაოსნობით თბილისში დაფუძნდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი. ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად იცავდა ადამიანის უფლებებს. ამასთნავე გამოსცემდნენ იატაკ ქვეშა გაზეთებს. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, დისიდენტურ მოძრაობაში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის 1978 წელს ზვიად გამსახურდია იყო ნობელის მშვიდობის პრემიის ოფიციალური ნომინანტი (წარდგენილ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მიერ). 

მანამდე, 1975 წელს, გამსახურდია და კოსტავა აირჩიეს საერთაშორისო ორგანიზაციის “საერთაშორისო ამნისტიის” (“Amnesty International”) წევრებად.


დისიდენტური საქმიანობისათვის ზვიად გამსახურდია საბჭოთა უშიშროების კომიტეტის მიერ დაპატიმრებულ იქნა 1956 და 1977-1979 წლებში. 1977 წლის 1 აპრილს ზვიად გამსახურდია გარიცხეს საქართველოს მწერალთა კავშირიდან „ანტისაბჭოთა პროპაგანდისათვის“.  1978 წელს, კგბ-ს ზეწოლით, მან “მოინანია დანაშაული”.


გამსახურდია იყო მთავარი ორგანიზატორი 1987-1990 წლებში გამართული თითქმის ყველა ძირითადი მშვიდობიანი მასობრივი აქციისა, მათ შორის 1989 წლის აპრილის საპროტესტო აქციისა, რომელიც დასრულდა 9 აპრილს სისხლიანი, ბარბაროსული დარბევით, რის შემდეგაც ზვიად გამსახურდია დააპატიმრეს, როგორც აქციის ორგანიზატორი.

1991 წლის მარტში უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც დადასტურებულ იქნა იმავე წლის 26 მაისის საყოველთაო-სახალხო საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი გამარჯვებით.

1991 წლის დეკემბერს ოპოზიციამ რამდენიმე შენობაზე, მათ შორის საქართველოს პარლამენტზე, სადაც გამსახურდია იმყოფოებოდა, იერიში მიიტანა. ასე დაიწყო სამხედრო გადატრიალება, რომელიც 1992 წლის 6 იანვრამდე გაგრძელდა.ამის გამო მას  მოუწია ქვეყნიდა გაქცევა და თავი.

1993 წლის 24 სექტემბერს ზვიად გამსახურდია საქართველოში დაბრუნდა.

1993 წლის ოქტომბრის დამლევს პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია და მისი რამდენიმე მხარდამჭერი იძულებულნი გახდნენ თავი სამეგრელოს მთიანი ნაწილისათვის შეეფარებინათ. 1993 წლის 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი დაიღუპა წალენჯიხის რაიონის სოფელ ხიბულაში. მისი გარდცვალების დეტალები დაზუსტებული არ არის. არსებობს რამდენიმე ვერსია, მათ შორის ლაპარაკია თვითმკვლელობაზე.




                                            


                                 დუტუ  მეგრელი
დუტუ მეგრელი (ნამდვილი სახელი დიმიტრი თომას ძე ხოშტარია), (26 ოქტომბერი, 1867, სოფ. სუჯუნა, ახლანდელი აბაშის რაიონი - 13 მარტი, 1938, თბილისი), ქართველი მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე. ანასტასია ერისთავ-ხოშტარიას მეუღლე.

დიმიტრი ხოშტარია დაიბადა 1867 წელს, 26 ოქტომბერს სოფელ სუჯუნაში. მამამისი თომა სოფლის ღარიბი დიაკვანი იყო. იგი მალე გარდაიცვალა, ხოლო დედა, მარიამი, პატარა დიმიტრითურთ ძიძად შევიდა დავით აბაშიძის ოჯახში (ხარაგაული). ამის შემდეგ მან თავი შეაფარა ნიკო დადიანს (შალვა დადიანის მამას). აქ მომავალ პოეტს შთაუნერგეს მშობლიური ენისა და მწერლობის სიყვარული.
ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დიმიტრი ხოშტარია სახელმწიფო ხარჯზე სწავლას განაგრძობს ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტში იურიდიული განხრით. აქ იგი, სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად, მძიმე მატერიალურ პირობებში იმყოფებოდა. ოდესის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1893 წელს დიმიტრი ხოშტარია დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ აქ სამუშაო არ მისცეს და იძულებული გახდა ემსახურნა გადასახადთა ინსპექტორად და საგუბერნიო საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრად ყარსის ოლქსა და ერევნისა და განჯის გუბერნიებში. აზერბაიჯანსა და სომხეთში იგი იცავს მთავრობის მოხელეებისგან მშრომელი მოსახლოების ინტერესებს, განსაკურთრებით ღარიბ გლეხობას. ამ ნიადაგზე მას 1900-1902 წლებში სამსახურიდან დათხოვნითაც კი ემუქრებოდნენ. 1917 წლიდან დიმიტრი ხოშტარია სამუდამოდ გადმოდის თბილისში, სადაც მუშაობას იწყებს მეხუთე კლასის საგანგებო საქმეთა მოხელედ ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის სამმართველოში. შემდეგ მსახურობს საქართველოს დამფუძნებელი კრების საქმეთა სამმართველოში და თბილისის ოლქის სასამარლთოს წეევრად. ამ პეროდში დუტუ მეგრელის მრავალრიცხოვანი ოჯახი კვლავ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია.

საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის პერიოდში ხანდაზმულმა პოეტმა სამსახური დაიწყო საფინანსო კომისარიატში ჯერ განსაკუთრებული საგადასახადო საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ გადაყვანილ იქნა უფროს რევიზორ-ინსტრუქტორად.

დუტუ მეგრელი გარდაიცვალა თბილისში, 1938 წელს, 18 მარტს. დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე. 1968 წელს გადაასვენეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

დუტუ მეგრელმა ლექსების წერა ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს დაიწყო. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1888 წელს სალიტერატურო და სამხატვრო გაზეთ ''თეატრში''; 1891 წელს ქუთაისის კრებულმა ''ცდამ'' დუტუ მეგრელის ხელმოწერით დაბეჭდა ''შვილი და დედა'' (ამბავი). მალე მწერალმა, ახალი ლექსებისა და მოთხრობების პარალელურად, გამოაქვეყნა პუბლიცისტური და თეორიულ-ლიტერატურული ხასიათის წერილები. შექმნა დრამატული პოემები და პიესები. 1892 წელს გამოქვეყნდა მწერლის პირველი წიგნი სურათები ჩვენი ცხოვრებიდან, ხოლო 1893 წელს - მისი ლექსების კრებული ''ცრემლები'', რომლის სალიტერატურო კრიტიკამ და მკითხველმა საზოგადოებრიობამ გულთბილად მიიღო.

მისი პოპულარული ლექსი "მე პატარა ქართველი ვარ" (1902) და მოთხრობა "ქინაქინა" შესულია ი. გოგებაშვილის "დედაენაში" და "ბუნების კარში".




                                   




                          ალექსანდრე აბაშელი

დაბადების ადგილი: სოფელი საჩოჩიო (ახლანდელი აბაშისპირი), აბაშის რაიონი.

ქართველი პოეტი. დაიბადა ღარიბი გლეხის ოჯახში. სწავლობდა აბაშის ორკლასიან სასწავლებელში. მსახურობდა საჩოჩიოს ფოსტის მოხელედ. რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის 1906 წელს გადაასახლეს სოლვიჩეგოდსკში. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ (1908) მუშაობდა თბილისში "კავკაზისა" და "ნოვაია რეჩის" რედაქციებში. აქ გამოქვეყნდა აბაშელის პირველი ლექსები რუსულ ენაზე. მისი პირველი ქართული ლექსი "შავი აჩრდილი" 1910 წელს დაიბეჭდა (ჟურნალ "თეატრი და ცხოვრება", № 28). 1905 წელს რევოლუციის ოპტიმისტური და რეაქციის პერიოდის სევდიანი განწყობილებები აირეკლა აბაშელის ლექსთა პირველ წიგნში "მზის სიცილი" (1913). კრებულის ძირითადი თემაა ე. წ. მზის კულტი, რომელსაც ორგანულად უკავშირდება რეალისტური და სიმბოლისტური ტენდეციები.

საბჭოთა საქართველოში სოციალისტურ გარდაქმნასთან ერთად აბაშელის პოეზიაში ახალი ეტაპი დაიწყო (ლექსი "თბილისი", 1926). ლექსთა წიგნში "გაბზარული სარკე" (1929) პოეტი "ეპოქისათვის თანამგზავრული სიმღერის" თქმას მოითხოვდა.

აბაშელის შემოქმედებაში დამკვიდრდა ახალი ქვეყნის მშენებლობის თემატიკა. სამამულო ომის დროს დაწერილ ლექსებში პოეტმა უმღერა საბჭოთა ხალხის გმირობას.

ალექსანდრე აბაშელის კალამს ეკუთვნის აგრეთვე მოთხრობები "ქალი სარკეში" (1930), "ატმის ყვავილი" (გამოქვეყნდა 1959), კრიტიკული წერილები. დაუმთავრებელი დარჩა რომანი "ირმა". მისი რედაქციით გამოვიდა ვაჟა-ფშაველას თხზულებათა პირველი სრული კრებული.



http://burusi.wordpress.com/2009/05/06/კონსტანტინე-გამსახურ/

http://burusi.wordpress.com/history/zviad-gamsakhurdia/
http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000850/

http://www.buki.ge/author-2046.html










ეთნოგრაფიული თავისებურებები

      მიუხედავად იმისა, რომ აბაშა სამეგრელოს შემადგენლობაშია, ის  საქართველოს სამი რეგიონის: სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის გზაგასააყრზე მდებარეობს. საუკუნეების განმავლობაში მისი მდებარეობა მის ეთნოგრაფიულ თავისებურებებზე განსაკუთრებულ ზეგვალენას ახდენდა. აქ შეხვდებით სამივე რეგიონისათვის დამახასიათებელ წეს-ჩვეულებბსა და მეტყველებას. რაც იმითაც არის  გამწვეული, რომ აქ  მეგრელების გარდა ძალიან ბევრი გურიიდან და იმერეთიდან ჩამოსახლებული მოსახლეობა  ცხოვრობს.
 აბაშაში სხვა  მეგრული ქალაქებისაგან განსხვავებით ნაკლებად  გაიგონებთ  მეგრულ საუბარს. ძირითადი სასაუბრო ენა აქ ქართულია, თუმცა ასევე ხშირად გაიგონებთ მეგრულსაც, თუმცა სხვადასხვა სოფლებში უფრო ხშირად საუბრობენ. მეგრულად ძირითადად უფროსები ლაპარაკობენ. მეგრულის გარდა აბაშურ მეტყველებაში გაირჩევა გურული და იმერული  დიალექტისათვის დამახასიათებელი სიტყვები. ყველაზე ხშირად კი შეხვდებით რუსულ სიტყვებს, რომელიც ორსაუკუნოვანი თანაცხოვრების შედეგია. ასეთი სიტყვებია: სტოლი, სპიჩკა, აკოშკა, მაშინა.... ასევე არსებობს ისეთი სიტყვები, რომლებიც ქართულისა და  რუსულის შერწყმით არის მიღებული. მაგალითად: სტოლსაფარი და  ა.შ. რუსულ სიტყვებს, უფრო ხშირად, მეგრულად მოსაუბრე ხალხი იყენებს, ვიდრე სალიტერატურო ენაზე მოლაპარაკე.
 ამას გარდა, აბაშის ეთნოგრაფიულ თავისებურებებზე გავლენას ახდენს სხვდასახვა რელიგიებიც. განსაკუთრებით გავრცელებული არის ქრისტიანობა, თუმცა ასევე შემორჩენილია უძველესი წეს-ჩვეულებები კერპთთაყვანისმცემლობიდან. ასევე აქ შეხვდებით ბევრ ცრუმორწმუნე ადამიანს, რომელთაც სჯერათ მაგიის.
აბაშის ერთ-ერთ სოფელში სუჯუნაში, რომელიც ქრისტიანობის შემოღებამდე არსებობდა, ასეთი რიტუალი ჰქონდათ:  გიორგობას (23 აპრილს, ახ. სტ. 6 მაისს) მთელი სამეგრელოდან მოიყრიდა თავს აქ  ხალხი. დღესასწაულის წინა დღეს სათნოებით გამორჩეულ მოხუცს აირჩევდნენ. მას მთელი ღამე ეკლესიაში დასტოვებდნენ და მას მთელი ეს დრო ლოცვაში და ოცნებაში  უნდა გაეტარებინა და  ფიქრობდნენ, რომ ამ მეთოდით მოხუცს მომავლის განსჭვრეტა შეეძლო. ამ ჩვეულებაში აღსანიშნავია ის, რომ კაცს მომავლის განსჭვრეტა მხოლოდ წმ. გიორგისგან და ისიც ღამით შეუძლია. ეს ჩვეულება მთვარის თაყვანისცემის ნაშთია, რადგან მთვარის კულტის მსახურება მხოლოდ ღამით იყო მიღებული.
შემორჩენილი კერპთთაყვანისმცემლური ჩვეულებების გარდა, აღსანიშნავია მაგია. აქ  ბევრს სჯერა ცრურწმენების და ჯადოების. ისინი უძველესი დროიდანაა შემორჩენილი, რომელიც ქრისტიანობის პერიოდში ლამის დავიწყებას მიეცა, მაგრამ კომუნიზმის პერიოდში კვლავ აქტუალური გახდა და ამას თავისი ობიექტური მიზეზები გააჩნია, რომელთა განხილვაც აქ არ ღირს. ასეთი ცრურწმენები აქ  ბევრია. ბევრს სჯერა შელოცვების, რომელთა რწმენითაც იგი განკურნებას ემსახურება. ასევე  აქაც შეხვდებით სხვა  მრავალ კუთხეში გავრცელებულ ცრურწმენებს შავ კატაზე და რიცხვ 13-თან დაკავშირებით.
ასევე  გავრცელებულია შემდეგი ცრურწმენები, რომლებიც რაიმე ფაქტის შემდეგ მოსალოდნელზე მიგვნიშნებს:
1)ძაღლის ყმუილი - ახლო-მახლო ვინმე გარდაიცვლებ
2)ხელის გულის ქავილი -მოსალოდნელი ფული
3)ცხვრის ქავილი - მოსალოდნელია სტუმრის მოსვლა
4)ყურის „ხმაური“ - მოსალოდნელია უბედურება
5)ჩანგლის დავარდნა - მოსალოდნელია სტუმრის მოსვლა
6)დანის  დავარდნა ან მარილის დაყრა - მოსალოდნელია ჩხუბი
7) შაქრის დაყრა - ოჯახში სიტკბო შემოვა
8) ბევრი საქონლის ბღავილი - მოსალოდნელია მიწისძვრა და ა.შ

უძველესი დროიდან არსებობს ტრადიაცია მეკვლის შესახებ, რომელიც ახალი წლის ღამეს პირველი მარჯვენა ფეხით უნდა შემოვიდეს სახლში და ტკბილეულობა შემოყაროს. ხალხის რწმენით, ეს ყველაფერი  ოჯახისთვის ბედნიერბის მომტანი აღმოჩნდება. ეს ჩვეულება დღემდეა შემორჩენილი და ეს ტრადიცია სრული წესების დაცვით მიმდინარეობს, თუმცა ამ ყველაფერს რიტუალური სახე დაკარგული აქვს და ის მხოლოდ ლამაზ ტრადიციადაა შემორჩენილი.


„სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიის ისტორია“ - დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა. გვ.15


ტექსტის ძირითადი მასალა ეყრდნობა  მოსახლეობის გამოკითხვას

Friday, November 15, 2013

სოციალური მდგომარეობა

      ძველად აბაშა სოციალური მდგომარეობის მხრივ დიდად განსაკუთრებული და საქართველოს სხვა ქალაქებისგან განსხვავებული არ იყო. როგორც სხვაგან,აქაც არსებობდა სხვადასხვა სოციალური ფენები, რაც განპირობებული იყო მეფისა და წარჩინებულ გვართა არსებობით. მათ გარდა არსებობდნენ მიწათმოქმედები, ვაჭრები, მეომრები და ასევე სამეფო მონები, როგორც ქართლის სამეფოს სხვა ტერიტორიებზე. ამ დროს აბაშა შედიოდა ეგრისის საერისთავოში. ამ დრომდეც და მას შემდეგაც დიდი ხნის მანძილზე ამ კუთხით მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა.
 საზოგადოება მუდმივად იყო დაყოფილი ფენებად. XVI ს–ში სამეგრელოს სამთვარო დაყოფილი იყო ბატონებად და ყმებად. ბატონები კი ყმებში მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი შემოსავლის პერსპექტივას ხედავდნენ.  და როცა ოსმალებმა შავ ზღვაზე გასასვლელი ჩაკეტეს, ამით, ფაქტობრივად საქართველო გარე სამყაროს მოწყვიტეს. ხოლო უსასხროდ დარჩენილმა ქართველი ფეოდალების ნაწილმა თავისი ყმა–გლეხებით ვაჭრობა დაიწყეს. მათ გაყავდათ 13-14 წლის ბიჭები და ლამაზი გოგონები.
 ეს სიტუაცია მე-19 საუკუნის დასაწყისამდე გაგრძელდა. ხოლო მას შემდეგ, რაც 1864 წელს საქართველოში ბატონ-ყმობა გაუქმდა არსებული სიტუაცია ძირეულად შეიცვალა. თუმცა მაქამდე 1855 წელს აბაშის ერთ-ერთ სოფელში კერძოდ სუჯუნაში მოხდა „სუჯუნის ბუნტის“ სახელით ცნობილი ინციდენტი. სამეგრელოს მთავრები მოელოდნენ, რომ რუსეთი მათ  სამთავროსაც გააუქმებდა, ამიტომ ცდილობდნენ თავიანთი საადგილმამულო მიწის გადიდებას. ამისათვის მათ განიზრახეს სუჯუნის შემოერთება, რომელიც ჭყნდიდელი ეპისკოპოსის მიწებში შედიოდა, რისთვისაც სუჯუნის ხატი მარტვილში უნდა გადაესვენებინათ. ეს კი სოფლის ჭყონდიდის რეზიდენციისგან გამოყოფას ნიშნავდა, მაგრამ ხალხმა ამის შესახებ შეიტყო და ერთბაშად ფეხზე დააყენეს ყველა. მათ სცემეს ბატონის მხებლები და შეუთვალეს, რომ თუ ცოცხლად არჩენა უნდოდა, იქაურობას უნდა გასცლოდა. საბოლოოდ  კავკასიის მთავარმართებელი ჩაერია საქმეში და დადიანებს ურჩიეს ხელი აეღოთ თავიანთ განზრახვაზე.
ბატონ -ყმობის გაუქმების შემდეგ აბაშაში იხსნება სკოლებიც. აქ მე-19 საუკუნის ბოლოსთვის უკვე არსებობს ორ კლასიანი სკოლა. რომელთა რიცხვიც დროთა გნავალობაში 33-მდე გაიზარდა.
აბაშის სოციალურ მდგომარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა 1872 წელს რკინიგზის გახსნამ. ქალაქი აბაშის დაარსება სწორედ ამ მოვლენას უკავშირდება, რადგან კომპაქტური დასახლება რკინიგზის ირგვლივ მოხდა და წლების შემდეგ სწორედ ამ ტერიტორიაზე გაჩნდა ქალაქი აბაშა.
კომუნისტური ხელისუფლების პირობებში, სხვების მსგავსად, აბაშის სოციალური მდგომარეობა კიდევ ერთხელ საგრძნობლად შეიცვალა. ამ პერიოდს უკავშირდება საზოგადოების ფენებად დაყოფის სრული გაქრობა. აბაშაში ქარხნების აშენებამ მოსახლეობის სახელმწიფო სამსახურებში ჩადგომა გამოიწვია. მას შემდეგ, დღემდე მოსახლეობის დიდი ნაწილი დასაქმებულია სახელმწიფო და უკვე კერძო სექტორშიც. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ დღეისათვის უმუშევრობა ერთ-ერთ დიდ გადაუჭრელ პრობლემას წარმოადგენს, რაც 90-იანი წლებში ფაბრიკა-ქარხნების სრულ განადგურებას მოჰყვა. ამ პრობლემის გადასაჭრელად, რა თქმა უნდა, საუკეთესო გზა ახალი, განვითრებული ფაბრიკა-ქარხნების გახსნაა. უმუშევრობის პრობლემის გარდა არსებობს ბევრი სხვა პრობლემებიც. ერთ-ერთია ისიც, რომ დღითიდღე იზრდება მოსახლეობისათვის აუცილებელი პროდუქციის ფასები. ასევე ბევრია ისეთ ადამიანთა რიცხვიც, რომლებიც უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ და აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან გაიზარდოს სოციალურად დაუცველ პირთა მიმართ გამოჩენილი დახმარება.


http://ka.wikipedia.org/wiki/საქართველოს_რკინიგზა


„სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიის ისტორია“-დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა, გვ.61-69

„საქართველოს ისტორიის ნარკვევები“ ტომი-6, გვ: 741.

ღირსშესანიშნაობები

მიუხედავად იმისა, რომ აბაშა ცნობილი არ არის საქართველოს მოსახლეობის ფართო ნაწილისათვის, აქ საკმაოდ ბევრი უძველესი ტაძარი და ასევე, ცნობილი მწერლების სახლ-მუზეუმებია. ასევე, აქ შეგიძლიათ ნახოთ სხვა ტიპის საინტერესო ნაგებობები.
აბაშის ტერიტორიაზე ნივთიერი კულტურის ძეგლები მრავლად იყო წარმოდგენილი, სულ 36–მდე, მაგრამ რაიონმა საშინელი რელიგიური დევნა გადაიტანა 20–იან წლებში. გასაბჭოების შემდეგ ტერიტორიაზე შემორჩა და შეკეთდა შემდეგი ტაძრები:
სეფიეთის, გულეიკარის, სუჯუნის, ტყვირის, მაიდნის მოქმედი და კადარის ნანგრევებ-შემორჩენილი ტაძრები. ზემოთ ნახსენები ტაძრები მნიშვნელოვანია იმით, რომ მათი თავდაპირველი სახე ადრეულ შუასაუკუნეებს ეკუთვნის. ასევე აქ მდებარეობს ცნობილი მწერლების კონსტანტინე გამსახურდიას და სიმონ ჩიქოვანის სახლ-მუზეუმები. აქ ასევე შეგიძლიათ ნახოთ სინაგოგა და "ხოშტარიას სასახლე."აბაშაში ასევე არის დაცული ტერიტორიები: კაცობურისა და წყემის ნაკრძალები

 


სეფიეთის მთავარანგელოზთა ტაძარი

სეფიეთის მთავარანგელოზთა ტაძარი გამორჩეულია იმით, რომ იგი სიძველეთა რჩეულ ხუთეულშია შესული. ტაძარი V-VI საუკუნეებით თარიღდება, რომელსაც ვ. ლექვინაძე იუსტინიანე I-ის ეპოქის ნაგებობად მიიჩნევს, მაგრამ მრავალგზის გადაკეთების შედეგად დაკარგული აქვს თავდაპირველი სახე. მთავარანგელოზთა ტაძარი განადგურებასაც კი ძლივს გადაურჩა გასაბჭოების შემდეგ.

ტაძარი მდ. აბაშის მარცხენა სანაპიროზე, ასწლიანი ცაცხვის ხეებით დაბურულ ეზოშია აშენებული. მას ორი დამოუკიდებელი ნაგებობის წაგრძელებული ფორმა აქვს, რადგან ერთმანეთსაა მიშენებული და წარმოადგენს ტიპიურ სამნავიან ბაზილიკას. დასავლეთის ნაწილი შედარებით დაბალი ნაგებობაა ის  ძველი ქართული აგურით და ქვის მსხვილი ფილებითაა ნაგები. კედელი უპროპოციოა.

ეკლესიაც და მინაშენიც ინტერიერის მოხატულობა XVI-XVII საუკუნისაა და ხალხურ ნაკადს განეკუთვნება. აღსანიშნავია, ტაძრის კედლებზე შემორჩენილია წმინდანთა უნიკალური ფრესკები. საკურთხევლის აღმოსავლეთ მხარეზე, ნიშაზე გამოსახულია წმინდა ნინოს ფრესკა. ამჟამად კედლები სარესტავრაციო მუშაობას მოითხოვს. მხატვრობამ ფრაგმენტების სახით მოაღწია. გარდა რელიგიური სიუჟეტებისა, გვხვდება ისტორიულ პირთა, ადგილობრივ ფეოდალთა პორტრეტები. მათი სახელები წარწერებშია მოხსენიებული. აღსანიშნავია,რომ სეფიეთში შემორჩენილია ბერძნული წარწერები.  აქ ნაპოვნი ჯვრებითა და მზის გამოსახულებით შემკული სვეტისთავი (დაცულია მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში) ამ ტერიტორიაზე არსებულ ძველ ნაგებობას უნდა ეკუთვნოდეს.

სეფიეთის მიდამოებში მრავალი შესანიშნავი ისტორიული ძეგლია ნაპოვნი. ,,1931წ თებერვალში –წერს პროფ. სერგი მაკალათია, მიწის მოხვნის დროს იპოვეს თიხის კოჭობი რომაული მონეტებით სავსე. ასევე ნაპოვნია ბრინჯაოს ჭურჭლის ყური, რაც ღვთაება მითრას კულტთან დაკავშირებული სარიტუალო ინვენტარი უნდა იყოს.
ლეგენდის თანახმად, დასავეთის ნაწილს ხანდაზმულნი ტყეში ნაპოვნ ტაძრად მიიჩნევენ. თითქოს მონადირე ტყეში დაჭრილი ირმის კვალს გაკიდებიან და ეს ადგილი უპოვნიათ. შემდეგ აქ ჩამოსახლებულან, ტყე გაუჩეხავთ ტაძარი გაუფართოებიათ და  ეს დიდი ნაგებობა მიუშენებიათ.
ამ ტაძარმა მიიპყრო ისეთი გამოჩენილი ადამიანის ყურადღება, როგორიც ექვთიმე თაყაიშვილი იყო. ის მონაწილეობდა სეფიეთის ეკლესიის კვლევაში და მისი ყურადღება ტაძრის კართან არსებულმა დიდებულმა ფრესკამ მიიპყრო. ეკლესიაში 1996 წელს აღსდგა წირვ–ლოცვა, ამჟამად სეფიეთის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოძღვარია მამა ანდრია(როლანდ მელია).

                       გულეიკარი  
სოფელ გულეიკარში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესია ბაზილიკის ტიპისაა, ნაგებია ხვლიკისფერი, მორუხო თვლილი ქვით, ეკლესიის კედლებზე ამოკვეთილია ჯვრები, დატანებულია გრძელი და მოკლე სარკმლები. იგი გვიანდელ ფეოდალურ ხანას  განეკუთვნება, რომელიც აგებული უნდა იყოს უფრო ძველი ეკლესიის ადგილზე. თუ 1885 წლის გაზეთ „დროებაში“ არსებულ ტექსტს დავეყრდნობით ძველი ეკლესია ვახტანგ გორგასლის ეპოქას ეკუთვნის. სწორედ „დროების“  ამავე ტექსტში ნახსენებია ლეგენდა,  რომელის თანახმადაც, ამ ეკლესიაში მოსულა ცნობილი არაბი სარდალი მურვან-ყრუ, რომელსაც ტაძრის განადგრურება უბრძანებია. „ მაშინ მომხდარა სასწაული წმ.გიორგის მურვან ყრუ უძრავად გაუშეშებია საყდარში. გარეთ გაჩენილა ვიღაც თეთრ ცხენზე ამხედრებული მხედარი და აუოხრებია მურვანის ლაშქარი. ,,როცა მურვან ყრუმ ეს ამბავი შეიტყო გამოსვლა სცადა, თუმცა ადგილიდან ვერ დაიძრა. ამის შემდეგ, მან წმ.გიორგის შესთხოვა „წმინდა გიორგი თუ მე  გამიშვებ მძევლად  შემოგწირავ ჩემს ხმალსაო“
აუხსნია ხმალი და შეუწირავს. ამის შემდეგ, მურვანს შესძლებია მოძრაობა.
მურვან ყრუს ხმალი წმ.გიორგის ეკლესიაში დიდხანს ინახებოდა. 1913 წელს  ეს ეკლესია ექვთიმე თაყაიშვილმა მოინახულა, ჩაიწერა მურვან ყრუს ლეგენდა და ამ ტაძრის  ხატებთან ერთად ხმალიც აღწერა. ხმლის აღწერილობა მიუთითებს იმას, რომ ხმალი ნამდვილად მურვან ყრუს ეკუთვნოდა. სამწუხარო ფაქტია, რომ ამ ხმლის მონახულება ჩვენ არ შეგვიძლია, რადგან გასაბჭოების შემდეგმ ხმალი ეკლესიიდან უკვალოდ  გაქრა.  ეკლესიაში დასვენებულია წმინდა გიორგის სასწაულთმოქმედი ხატი. აბაშის რაიონის ამ უშორეს სოფელში მოხერხდა ტაძრის აღორძინება. დღეს ამ ეკლესიაში აღევლინება წირვა-ლოცვა.

                             სუჯუნა
        უდიდეს სიწმიდესა და სიძველეს წარმოადგენს სუჯუნის ცენტრში მდგარი 18-ე საუკუნის მიწურულსა და 19-ე საუკუნის დასაწყისში აგებული სამთავიანი, გუმბათოვანი წმ. გიორგის ტაძარი. იგი გამოირჩევა დახვეწილი არქიტექტურით, სუფთად და თანაბრად გადანაწილებული ქვათა წყობით, ორიგინალური ჩუქურთმებით. მისი მსგავსი მე–18, მე–19 საუკუნის ძეგლებში იშვიათად მოიძებნება. ის ჭყონდიდელების საზამთრო სადგური იყო და მას მარტვილის შემდეგ პირველი ადგილი ეჭირა. სუჯუნის ეკლესიაში დაცული ყოფილა ძვირფასი ხატ-ჯვრები, რომელებიც აღწერილი აქვს  ექვთიმე თაყაიშვილს წიგნში  „არხეოლოგიური მოგზაურობიდან სამეგრელოში“. სუჯუნის წმინდა გიორგის  ეკლესიაში საკმაოდ მოიპოვებოდა ქართული ხელობის ხატები წარწერებით, რომელებიც ლიტერატურაში ცნობილნი არ არიან.


1836 წელს აქ დაიწყე ქვითკირის სამრეკლოს აშენება, რასაც 1838 წელს ქვითკირის ეკლესიის  აშენება მოჰყვა. წინათ ამ ადგილზე დიდი ხის ეკლესია მდგარა, წმიდა ხატებით, ჯვრებით, სამკაულებით, ძვირფასი თვლებითა და მარგალიტებით უხვად შემკობილი, თუმცა ურჯულო მტრები დასხმიან ტაძარს თავს, გაუქურდავთ და ერთიანად ცეცხლი წაუკიდებიათ. ამ ფაქტზე მოწმობს წმიდა გიორგის ხატზე დიდი ლევან დადიანის წარწერა, ასევე, ის დამწვარი ეკლესიის ნარჩენი ცეცხლით გარუჯული ხეები, ტაძრის ეზოშივე არსებული ხიდის ქვეშ მდინარეში ჩაყრილი.პირველი ხის ეკლესიის მტრების მიერ დაწვის შემდეგ აგებული ხის ეკლესია როგორც სიძველით, ისე “ნაკლებსიდიდით და სხვა რიგითაც” არ შეეფერებოდა დროსა და ჟამს, მითუმეტეს, ჭყონდიდელ-მიტროპოლიტებს. სუჯუნაში დაბრძანებულია, ,, ტიხვინის ღვთისმშობელი“ სავარაუდოდ მე–18–19 საუკუნის ჭედური ხელობა და  ასევე ეკლესიაში მობრძანებულია წმ. გიორგის ნაწილები.
ტყვირი



        მაცხოვრის სახელობის ტყვირის ეკლესია ქართული კულტურის შესანიშნავი ძეგლია. ის  ლამაზი, ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. იგი ჯვრის ფორმის ოთხკუთხა ნაგებობაა. გუმბათზე დატანებული აქვს 8 ვიწრო სარკმელი. ტაძრის ნახევარი ნაგებია თლილი ქვით, ზედა ნაწილი კი ქართული ბრტყელი აგურით. ეკლესიის გარეთა კედლებში ჩართულია კირქვის ფართო ფილები, შესანიშნავ ორნამენტოვანი მედალიონებითა და კარ–ფანჯრის არშიებით, დასავლეთის კარის თავზე არის ჩუქურთმიანი ჯვარი, რომლის ირგვლივ შესრულებულია მხედრული წარწერა, ტაძარს დასავლეთით და ჩრდილოეთით მიშენებული აქვს ქვით ნაგები ეკვდერები. სავარაუდოდ ტაძარს აქვს ქვედა სართულიც და როგორც ხანდაზმულები ამბობენ, საიდუმლო გვირაბიც, რომელიც ტაძრიდან მიემართებოდა ცხენისწყლის ძველი კალაპოტისაკენ, სადაც ერთ დროს მდინარე ცხენისწყალი მიედინებოდა. ტაძარზე არის ხუცური წარწერები. ტაძარში ინახებოდა მრავალი ვერცხლის  ძველებური ხატ-ჯვრები. წარწერებში ხსენებულია საფეოდალო-საჭილაოს გამგებელთა სახელები. ტაძარი აშენდა  მე-7- მე-8  საუკუნეებში. მტრების შემოსევების შედეგად საძირკვლამდე დანგრეული ტაძარი აღადგინეს ჭილაძეებმა მე-15- მე-16 საუკუნეებში. ტყვირის ეკლესია 1913 წელს მოინახულა ექვთიმე თაყაიშვილმა. მაშინ ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო გუმბათზე ტყვიის ფურცლები. როგორც მისთვის უთქვამთ ადრე ტაძარი მთლიანად ტყვიის ფურცლებით ყოფილა გადახურული.ტყვირის ეკლესიამ საშინელი დღეები გადაიტანა გასაბჭოების პროცესში. 70 წელი უპატრონოდ იყო მიტოვებული. გასაბჭოების შემდეგ ეკლესია გაიძარცვა და იავარიქმნა. 80–იან წლებში კი ტყვირის ეკლესია საქართველოს ძეგლთა დაცვის სამინისტრომ გადახურა თუნუქით. დღეს ეკლესია წარმოადგენს ულამაზეს მოვლილ კოპწია ტაძარს, არა მარტო ჭყონდიდის ეპარქიაში არამედ მთელ საქართველოში. აღსანიშნავია ტყვირის მკვიდრის ზაქარია (შაქრო) ტყვაცირიას ღვაწლი. იგი არის ფრესკების განმაახლებელი და ტაძრის მედავითნე. ტყვირის ეკლესიას ამჟამად გააჩნია ორი საცხოვრებელი ფინური სახლი, ჭაბურღილი და სხვა სათავსოები ტყვირის ეკლესიაში წირვა–ლოცვა განახლდა 2000 წლის 14 თებერვალს.
                               კადარის  ეკლესია
კადარი — ქართული მართლმადიდებლური ტაძარი სოფელ ძველი აბაშის დასავლეთით, გაშლილ ველზე მდებარეობს. აშენებულია არა უადრეს XIV საუკუნისა. იმ დროისთვის ეკლესია შესანიშნავი ძეგლი იყო. აგურით ნაგებ გეგმით სწორკუთხა, შვერილაფსიდიან შენობას სამხრეთით და დასავლეთით მინაშენი ჰქონდა (ახლა მონგრეულია), აღმოსავლეთ აფსიდში 3 ვიწრო სარკმელია დაყოლებული. შესასვლელები სამხრეთიდან და დასავლეთიდან აქვს. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები.

ეკლესია სავალალო მდგომარეობაშია. იგი ყოველდღიურად ნადგურდება ატმოსფერული ნალექებისა და მცენარეთა ფესვებისაგან. იგი სასწრაფოდ საჭიროებს კონსერვაცია-რესტავრაციას.


          
               კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი
გამოჩენილი მწერალ-აკადემიკოსი და ,,დიდოსტატის მარჯვენ’’-ის ავტორი, კონსტანტინე გამსახურდია აბაშის რაიონის ერთ-ერთ სოფელ ძველ აბაშაში დაიბადა.  სწორედ აქ მდებარეობს მისი სახელობის სახლ-მუზეუმი. სახლ–მუზეუმი ფუნქციონირებს 1982 წლიდან.  მუზეუმში დაცულია ქართველი მწერლის კონსტანტინე გამსახურდიას (1893-1975 წწ.) მემორიალური ნივთები, მისი ნაწარმოებების ხელნაწერთა ასლები, სხვადასხვა პერიოდის გამოცემები ქართულ, გერმანულ, უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე, მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული ფოტო და დოკუმენტური მასალა, სახვითი ხელოვნების ნიმუშები: გობელენები, ფერწერული ტილოები. სახლ-მუზეუმის ეზოში განთავსებულია დამხმარე ნაგებობები. ამჟამად,დამსახურებული საზოგადო მოღვაწის კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი საჭიროებს რესტავრაციას. ასევე მოუვლელია მისი ეზო. პრობლემებია სახლ-მუზეუმში შესვლასთან დაკავშირებით, რადგან ფაქტობრივად არ არსებობს ადმინისტრაცია და ამის გამო მუზეუმის გასაღები ინახება მეზობელ სახლში. რაც წარმოუდგენელს ხდის მის  ნორმალურად ფუნქციონირებას და ამის  გამო, ისედაც იშვით ტურისტებს ნაკლებად აქვთ საშულება ესტუმრონ მის სახლ-მუზეუმს.

 სახელმწიფომ სახლ-მუზეუმის სახელზე გადმორიცხა 15 000 ლარი.აქედან 6 000 ლარი მუზეუმის გადახურვას დასჭირდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სამუშაო საქმეებში მონაწილეობდნენ IX X XI XII კლასის მოსწავლეები.მათ კარგად ესმოდათ თუ რა დიდი ადამიანის სახლ-მუზეუმს უვლიდნენ და ალამაზებდნენ.თანხიდან 5 ათასი ლარი ეზოს შემოკავებას დასჭირდა, რომელიც ქვიტკირისგან აიგო.მოსწავლეები დეკორატორთან ერთად რგავდნენ ყვავილებს, ალამაზებდნენ ხეებს. 4 000 ლარი დასჭირდა ეზოში პატარა სკვერის გაკეთებას და მასში კ.გამსახურდიას სახელობის წყაროს გაკეთებას. ამ ყველაფერზე  განცხადებას  გააკეთა "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ძველ აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმიც მოინახულა. მანანა  ნაჭყებიას განცხადებით "ადგილობრივი ხელისუფლების მცდელობა და სახსრები ამ მუზეუმის კეთილმოწყობას ვერ გასწვდება. აქ აუცილებლად ცენტრალური ბიუჯეტის სახსრებით უნდა მოხერხდეს მუზეუმის თავიდან ბოლომდე განახლება და ახალი ექსპოზიციის მომზადება. ასე მგონია, კონსტანტინე განსახურდიას სახლ-მუზეუმი მეტ ყურადღებას იმსახურებს" 2007 წლიდან სახლ-მუზეუმი კულტურის ცენტრის დაქვემდებარებაში იმყოფება. ყოველწლიურად, 15 მაისს, იმართება სახალხო დღესასწაული -,,კონსტანტინეობა”. მაგრამ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის მისი პოპულარიზაციისათვის. სახლ-მუზეუმი საჭიროებს მნიშვნელოვან განახლებას და შეკეთებას.  პირველ რიგში კი, ადმინისტრაციის ყურადღებით შერჩევა და მათი გულმოდგინედ მუშაობაა საჭირო, რათა მოხდეს იმ ტურისტთა დაკმაყოფილება მაინც, რომლებიც ყველაფრისდა მიუხედავად, მზად არიან მოინახულონ კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი.

             
                    სიმონ ჩიქოვანის სახლ-მუზეუმი
გამოჩენილი პოეტის და საზოგადო მოღვაწის სიმონ ჩიქოვანის სახლ-მუზეუმი აბაშის რაიონოს სოფელ ნაესაკოვოში მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე, სადაც ახლა სახლ-მუზეუმია აგებული, ადრე ჩიქოვანების საგვარეულო სახლი და კარ-მიდამო ოყო, თუმცა გასული საუკუნის დასაწყისში იქაურობა ხანძარმა შთანთქა და ეს ადგილი გავერანებული დარჩა. მუზუემში სიმონ ჩიქოვანის შთამომავლების ოჯახში მოპოვებული მისი ხელნაწერები, ფოტოები, და ძველი გამოცემებია დაცული და ექსპონატები მომავალშიც დაემატება. სახლ-მუზეუმი პოეზიის საღამოებს, კონცერტებს და სხვადასხვა ღონისძიებებსაც მასპინძლობს. მიუხედავად ამისა, არამარტო მისი დამთვალიერებლების რიცხვია უმნიშვნელო, არამედ იმ ადამიანთა რაოდენობაც კი, ვინც ამ სახლ-მუზეუმის არსებობის შესახებ იცის ძალიან მცირეა. სწორედ ამიტომაც, საჭიროა ისეთი მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება, რაც მის პოპულარიზაციას ხელს შეუწყობს. იქნებ, ამის შემდეგ მაინც გაიზარდოს მის ვიზიტორთა რიცხვი და თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან არ ეყოლება სტუმრები, აბაშაში მცხოვრებ ადამინთა შორის მაინც არ დარჩეს ისეთი, ვისაც არ ექნება მონახულებული იგი.



                    სუჯუნის სინაგოგა


სოფელ სუჯუნაში მომძლავრებული  იყო ებრაული თემი, რომელთაც მე-19 საუკუნის 60-იანი წლებისათვის უკვე თავიანთი სალოცავი, სინაგოგა გააჩნდათ. გავრცელებული ცნობების თანახმად, ამ დროისათვის ნასზე უკეთესი სინაგოგა მთელ ქუთაისის  გუბერნიაში არ მოიპოვებოდა, სანამ 1887 წელს ქუთაისში ახალი დიდი სინაგოგა არ აშენდა. დღესდღეობით სინაგოგას არანაირი დანიშნულება არ გააჩნია, რადგან ებრაელები დიდი ხანია გადასახლდნენ. ამ ისტორიულ ძეგლს ასევე არ გააჩნია არანაირი ტურისტული განვითარების პერსპექტივა, რადგან შენობა არ არის მაინც და მაინც ძველი და  არც არქიტექტურის განსაკუთრებულ ნიმუშს არ წარმოადგენს.

                    
                       




                        
აკაკი ხოშტარიას  სასახლე
აკაკი ხოშტარია––ქველმოქმედი ბიზნესმენი. მასზე  მხოლოდ  ის  ცნობები მოგვეპოვება რომ, ის იყო სპარსეთის შაჰის კართან მეტად დაახლოებული პირი (თითქოს შაჰის ნათლია).ის  მუშაობდა  სხვადასხვა ადგილას. 1939 წელს პარიზში გარდაიცვალა. მისი სახელობის სასახლე 1915 წელს აიგო, თუმცა 1998 წელს  სასახლე საფუძვლიანად შეაკეთა თბილისელმა ბიზნესმენმა, სუჯუნის მკვიდრმა, დავით  ხოშტარიამ. კომუნისტების ოერიოდში ამ შენობაში განთავსებული იყო სოფლის სკოლა. დღეს კი სკოლა იმავე ეზოში, თუმცა სხვა შენობაში აგრძელებს ფუნქციონირებას. სასახლე გადაცემულია სუჯუნის წმ. გიორგის ტაძრის დედათა მონასტრისათვის. ამ ისტორიულ ძეგლს, დღესდღეობით, ტურისტული დანიშნულება არ გააჩნია.


კაცობურის აღკვეთილი
კაცობურის აღკვეთილიაღკვეთილი საქართველოში, მდებარეობს აბაშის მუნიციპალიტეტში. სამხრეთ დასავლეთ ნაწილში. 1996 წელს დაარსდა და მისი საერთო ფართობი 295 ჰექტარს შეადგენს. აღკვეთილის ტერიტორია ძირითადად ვაკეამისი მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 40 მეტრს არ აღემატება. აქ ძირითადად გავრცელებულია ალუვიური თიხნარ-ქვიშნარი, მცირე ფართობებზე გვხვდება ნეშომპალა თიხნარ-სილნარი ნიადაგები. კაცობურის აღკვეთილის ტერიტორიაზე მიედინება მდინარე რიონი. ამას გარდა, აღკვეთილის ჰიდროგრაფიული ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილია გრუნტის წყლები, რომელთა დონე ზოგიერთ ადგილას მიწის ზედაპირს უახლოვდება და ჭაობებს წარმოქმნის. წარსულში ამ ტერიტორიაზე ნამდვილი კოლხური ტყეები ყოფილა გავრცელებული. ამჟამად შემორჩენილია ამ ტყეთა ძლიერ სახეშეცვლილი ნაშთები. ამჟამად, კაცობურის აღკვეთილში მცენარეულობის ძირითად ფონს მურყნარები ქმნიან, სადაც ძირითად ტყისშემქნელ სახეობასთან ასოცირებულია ლაფანი, იფანი და სხვ. აღკვეთილის ტყით დაფარულ ფართობებზე გვხვდება აგრეთვე თეთრი აკაცია, თხმელა, ტირიფი, პანტა, ტყემალი, ფშატი და ამორფა. კაცობურის აღკვეთილში ფაუნა შედარებით ღარიბია. ჩლიქოსნებიდან აქ გვხვდება: გარეული ღორი და შველი. მტაცებლებიდან კიმგელი,კურდღელი, ტურა, მაჩვი, გარეული კატა, წავი. ფრინველთაგან კი აქ მხოლოდ რამოდენიმე სახეობის ფრინველი გვხვდება: ქედანი, რუხი ყანჩა, სკვინჩა, გარეული იხვი, თეთრთვალა ყვინთია, რუხი ყანჩა, მიმინო, ქორი და სხვა. აღსანიშნავია აგრეთვე კოლხური ხოხობის პოპულაციის არსებობა.




როგორც ნახეთ, აბაშას ბევრი საინტერესო, ისტორიული და ტურისტულ-რეკრეაციული ძეგლები გააჩნია. თუმცა მათ შესახებ, არათუ მთელ საქართველოშია ცნობილი, არამედ აბაშის მოსახლეობის უმეტესობასაც არ აქვს წარმოდგენა მათ შესახებ. ამ ეტაპზე, უმთავრესია მოხდეს მათი პოპულარიზაცია სხვადასხვა გზებით: ჩატარდეს სხვადასხვა ღონისძიებები, განთავსდეს უფრო მეტი ინფორმაცია ინტერნეტში, შეიქმნას აბაშის ტურისრული რუკა და ა.შ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძეგლებს შესაბამისი ყურადღება მიექცეს; საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდეთ რესტავრაცია, გაჩნდეს ეფექტური მომსახურე პერსონალი, მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცეს დასუფთავებას და ა.შ. ეს ყველაფერი კი დადებითად იმოქმედებს ტურისტების რაოდენობაზე და შესაბამისად აბაშის მოსახლეობაზეც, რადგან ტურისტების რაოდენობა შექმნის სამუშაო ადგილებს და გაზრდის შემოსავალს.


http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98





http://wikimapia.org/25873280/ka/სუჯუნის-სასახლე

http://ciagi.ge/index.php/ciagi/item/2-აკაკი-ხოშტარია

http://ka.wikipedia.org/wiki/კადარის_ტაძარი

http://www.forum.ali.ge/index.php?/topic/189-%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/


http://ka.wikipedia.org/wiki/კონსტანტინე_გამსახურდიას_სახლ-მუზეუმი

http://www.georgianmuseums.ge/?lang=geo&id=1_1&sec_id=11&th_id=250

http://www.pirweli.com.ge/?menuid=8&id=7710

http://tamunakakauridze.blogspot.com/2009/12/abashis-kulturuli-zeglebi.html

http://1tv.ge/news-view/47500

http://www.ambioni.ge/sujunis-eklesia
წიგნი: ,,სუჯუნის წმ. გიორგის ეკლესიის ისტორია“, დეკანოზი კონსტანტინე კაჭარავა.